"ოკლაჰომა" და რასელ უესტბრუკი ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ
AutoSharing Option
"ოკლაჰომა სიტის" გენერალურმა მენეჯერმა სემ პრესტიმ ილაპარაკა სიტუაციაზე, რომელიც გუნდის ლიდერთან, რასელ უესტბრუკთან კონტრაქტის შესაძლო გაგრძელების თაობაზეა შექმნილი.
პრესტის თქმით, მხარეები მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ. უესტბრუკს აქვს წინადადება "ოკლაჰომასგან". კლუბი უბრალოდ ელოდება პასუხს 2016-17 წლების სეზონის MVP-სგან.
უესტბრუკი პრეტენზიას აცხადებს ყველაზე მსხვილ მაქსიმალურ კონტრაქტზე - 217 მილიონ დოლარზე.