კიმ ჩენ ინის მეგობარი დენის როდმანი ნობელის პრემიას ითხოვს

AutoSharing Option
სკანდალურად ცნობილმა ამერიკელმა კალათბურთელმა დენის როდმანმა განაცხადა, რომ აუცილებლად უნდა მოხვდეს წელს, ნობელის მშვიდობის პრემიის მაძიებელთა სიაში, - იტყობინება Sports Illustrated.

წელს, როდმანმა ჩრდილოეთ კორეაში იმოგზაურა, სადაც ქვეყნის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეხვდა. ეს უკანასკნელი, პერიოდულად, ბირთვული დარტყმებით ემუქრება ამერიკის შეერთებულ შტატებს.

შეგახსენებთ, რომ ნობელის მშვიდობის პრემია - ყოველწლიური ჯილდოა მსოფლიოში მშვიდობის დამყარების სფეროში.

"მე უბრალოდ დავისვენებ და კალათბურთს ვითამაშებ, - ამბობს როდმანი. - შესაძლოა, დავისვენო კიმ ჩენ ინთან და მის ოჯახთან ერთად.

ჩემი მისიაა - ყინულის გალღობა მტრულად განწყობილ
სახელმწიფოებს შორის.

რატომ მერგო ეს ამოცანა მე? არ ვიცი. აშშ-ის უსაფრთხოებაზე ზრუნვა - არა ჩემი, არამედ პრეზიდენტ ბარაკ ობამას საქმეა. მაგრამ შემიძლია შემდეგი ვთქვა: თუ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის სამ ნომინანტს შორის არ მოვხვდები, ე.ი. ამ სამყაროში რაღაც წესრიგში არ არის"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კორეის დიქტატორი კიმ ჩენ ინი და სკანდალისტი დენის როდმანი დამეგობრდნენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული