"ფილადელფიამ" მწვრთნელი იპოვნა

AutoSharing Option
"ფილადელფია სიქსერზის" ხელმძღვანელობამ გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელად ბრეტ ბრაუნი დანიშნა, რომელთანაც ოთხწლიან კონტრაქტს მოეწერა ხელი. ამერიკულ პრესაში გავრცელებული ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ არის დადასტურებული.

ბრაუნს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მთავარ მწვრთნელად არასოდეს უმუშავია. ის უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში, "სან ანტონიო სპურსში" გრეგ პოპოვიჩის ასისტენტის როლს ასრულებდა, გარდა ამისა, გააჩნია ავსტრალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობის გამოცდილება.

* * *
"მაიამი ჰიტის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა გადაიფიქრა მოთამაშეთა პროფკავშირის პრეზიდენტის პოსტზე თავისი კანდიდატურის წამოყენება.

ჩვენ უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ ჯეიმსმა ამ პოსტის
დაკავება იმის გამო განიზრახა, რომ "პროფკავშირები არასწორი მიმართულებით მიდის". მაგრამ, ახლა, კალათბურთელმა შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და აღარ აპირებს ამ პოსტის დაკავებას. ლებრონმა ეს საკითხი თავის უახლოეს გარემოცვასთან განიხილა და იმ აზრამდე მივიდა, რომ კარიერის ამ ეტაპზე ის საკმარის ყურადღებას ვერ მიაქცევს პროფკავშირის მუშაობას.

ახალი პრეზიდენტის არჩევნები მომავალ კვირას გაიმართება და ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის დერეკ ფიშერის მთავარ შემცვლელად ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი როჯერ მეისონი მოიაზრება.
* * *

"ოკლაჰომა-სიტის" ლიდერმა კევინ დურანტმა 63 ქულა ჩააგდო საგამოფენო შეხვედრაში, რომელიც ქალაქ სიეტლში მოაწყო ჯამალ კროუფორდმა.

დურანტმა ვერ ჩააგდო საშუალო ტყორცნა, რომელსაც მისი გუნდისთვის ძირითად დროში გამარჯვების მოტანა შეეძლო და საბოლოოდ, კევინი და მისი თანაგუნდელები ოვერტაიმში დამარცხდნენ - 141:147. "ოკლაჰომას" ფორვარდმა მოედანზე 52 წუთი გაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლებრონ ჯეიმსი კონკურენტებმა შეაშინეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული