ევრობასკეტი 2013. 1/4-ფინალი: სლოვენია და სერბეთი ლოგიკას ვერ გაექცნენ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის დაწყებისას ოქროს მედლების მოგების მთავარ ფავორიტებად მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი და ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთი სახელდებოდნენ. მათ პირველი და მეორე ჯგუფური ეტაპი ისე ჩაატარეს, შედეგების მიხედვით ვერ იტყოდი, საქმე ფავორიტებთან გვაქვსო. როგორც ერთმა, ასევე მეორემ მეოთხედფინალამდე სამ-სამჯერ წაგება მოასწრო.

პლეი ოფის პირველივე ეტაპზე კი ესპანეთმა სერბეთი დაიბრიყვა, ხოლო საფრანგეთმა სლოვენიას აჯობა.

ორივე შემთხვევაში გადამწყვეტი აღმოჩნდა ფარქვეშ მოპოვებული უპირატესობა, სლოვენიისა და სერბეთის ნაკრებთა მეფარეების უნიათობა: სერბმა ნენად კრსტიჩმა მხოლოდ 4 ქულა ჩააგდო, ხოლო სლოვენიელთა მთავარმა მეფარემ მირზა ბეგიჩმა მატჩი უქულოდ დაასრულა.

ევრობასკეტი
2013

1/4-ფინალი
18 სექტემბერი
სერბეთი-ესპანეთი 60:90
5:21, 18:27, 16:25, 21:17
ს: ნედოვიჩი (6), ნემანია კრსტიჩი (3), მიჩიჩი (8+3 პასი), ბოგდანოვიჩი (2+7 მოხსნა), ბიელიცა (2), კალინიჩი (2), გაგიჩი (7), ნენად კრსტიჩი (4), ანდიუსიჩი (11), კატიჩი (11), შტიმაცი (4).
ე: აგილარი (8), ფერნანდესი (19), როდრიგესი (22+4 პასი), კალდერონი (3), რუბიო (5+6 მოხსნა+6 პასი+4 ჩაჭრა), კლავერი (9), სან ემეტერიო (6), ლული (5), გასოლი (7+6 პასი+5 მოხსნა), გაბრიელი (4), მუმბრუ (2).
ორქულიანები: 17/38 (44.7%) - 21/45 (46.7)
სამქულიანები: 4/18 (22.2) - 13/25 (52.0)
საჯარიმოები: 14/21 (66.7) - 9/14 (64.3)
მოხსნები: 33-42. პასები: 12-20. შეცდომები: 11-7.

გადამწყვეტი მომენტი: პირველ მეოთხედში 5:21 ჩამორჩენის შემდეგ სერბებმა სიტუაციის გამოსწორება სცადეს, ანდიუსიჩმა ერთმანეთის მიყოლებით ხუთი ქულა ჩააგდო, თუმცა ბალკანელები ესპანელებს 12-ზე მეტი სხვაობით ვერ მიუახლოვდნენ - 14:26. ამის შემდეგ სერხიო როდრიგესმა 13:0 გაქცევას ჩაუყარა საფუძველი და მეორე პერიოდის დასრულებამდე 5:12 წუთით ადრე ესპანეთის ნაკრები 43:17 დაწინაურდა.
მატჩის გმირი: დიდ შესვენებაზე ესპანეთი სოლიდური უპირატესობით გავიდა - 48:23. მეორე პერიოდში როდრიგესმა 14 ქულა ჩააგდო და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო რუდი ფერნანდესის შედეგიანობა, რომელმაც პირველ მეოთხედში სერბები სამქულიანებით დაბომბა. რუდიმ ჯამში 19 ქულა ჩააგდო, საიდანაც 13 პირველ პერიოდზე მოდის.
სტატისტიკა არ ტყუის: ესპანეთის ნაკრები ყველა კომპონენტში დომინირებდა, თუმცა მრავლისმთქმელია სერბების დაბალი მაჩვენებელი თამაშიდან ტყორცნებში - 38 პროცენტი. ფერნანდესის თანაგუნდელებმა 25-დან 13 სამქულიანი ჩააგდეს, რაც რეალიზების 52 პროცენტია.

სლოვენია-საფრანგეთი 62:72
12:10, 12:16, 21:24, 17:22
სლოვ: ლაკოვიჩი, ბალაჟიჩი (2), იოკსიმოვიჩი (2), მურიჩი, ბლაჟიჩი (8), ნახბარი (10), გ. დრაგიჩი (18+6 პასი), ზ. დრაგიჩი (12+5 მოხსნა), ლორბეკი (12), ვიდმარი (2+8 მოხსნა), ბეგიჩი (5 მოხსნა).
საფ: ბატუმი (14+5 მოხსნა), პეტრო (4+7 მოხსნა), პარკერი (27), დე კოლო (4), დიაო (10+6 მოხსნა+3 პასი), აჟინკა (6_9 მოხსნა), ჟელაბალე (7).
ორქულიანები: 17/42 (40.5) - 23/53 (43.4)
სამქულიანები: 6/25 (24.0) - 3/10 (30.0)
საჯარიმოები: 10/12 (83.3) - 17/23 (73.9)
მოხსნები: 39-46. პასები: 9-9. შეცდომები: 11-12.

გადამწყვეტი მომენტი: სლოვენია მეოთხე პერიოდში ფრანგებს ხუთი ქულით ჩამორჩებოდა (49:54), რის შემდეგაც ნიკოლა ბატუმმა ორქულიანი ჩააგდო, ჯარიმა მიაყოლა, ხოლო ნანდო დე კოლომ სხვაობა ათამდე გაზარდა - 59:49. სლოვენიას თამაშის შემოსატრიალებლად ძალა აღარ ეყო.
მატჩის გმირი: საფრანგეთი ნახევარფინალში ტონი პარკერმა გაიყვანა, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო. მის ანგარიშზე 9-დან 8 საჯარიმოა.
სტატისტიკა არ ტყუის: საფრანგეთმა 23-დან 17 საჯარიმო გამოიყენა, სლოვენიამ 12-დან - 10. სტუმრებმა "მწვანეები" მოხსნებში დაჩაგრეს - 46:39. სლოვენიელებმა ვერც მთავარი იარაღი გამოიყენეს - სამქულიანები მხოლოდ 24-პროცენტიანი სიზუსტით სტყორცნეს.

19 სექტემბერი
V/VIII ადგილები
16:30 სლოვენია-სერბეთი

1/4-ფინალი
19:45 ხორვატია-უკრაინა
23:00 იტალია-ლიტვა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული