სხვადასხვა ეპოქის დიადი კალათბურთელების შედარება - ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების საყვარელი საქმიანობაა. ყოველ წელს პრესაში ხშირია მასალები იმის შესახებ, ვინ უფრო ძლიერია და რატომ.
ამჯერად ამ თემას გამოეხმაურა "შარლოტ ბობკეტსის" 50 წლის ბოსი მაიკლ ჯორდანი. დიადმა კალათბურთელმა ახალი თამაშის - NBA 2K14-ის პრომო-ვიდეოში ღიმილით ივარაუდა, რომ ერთი-ერთზე თამაშში შეძლებდა ბევრი დიადი კალათბურთელის, მათ შორის, მეფე ლებრონ ჯეიმსის დამარცხებას.
"არ მგონია, რომ წამეგო ის
ჯორდანმა ასევე აღნიშნა, რომ მისი კარიერის დროს მოედანზე გაცილებით ხისტი თამაში მიდიოდა.
"ჩემს წლებში მოედანზე იმ შეგრძნებით გავდიოდი, რომ იქ დიდი ბრძოლა მელოდა. ვიცოდი, რომ ბევრი რამის გაღება მომიწევდა, მაგრამ ეს თამაშის ნაწილი იყო და არ მეშინოდა ფარქვეშ შესვლა. დღევანდელ "ბავშვებს" კი წარმოდგენაც არ აქვთ, რისი გადატანა გვიხდებოდა მოედანზე, როგორ ვიზრდებოდით და რა პირობებში გვიწევდა თამაში", - მოჰყავს ჯორდანის სიტყვები ESPN-ს.
ადრე მაიკლ ჯორდანმა განაცხადა, რომ კობი ბრაიანტს ლებრონ ჯეიმსზე მაღლა აყენებს, რადგან კობიმ ბრწყინვალედ გაიარა დროის გამოცდა და უკვე დიდი ხანია მწვერვალზე იმყოფება.
უესტბრუკი სეზონს ვერ დაიწყებს
არ უმართლებს "ოკლაჰომა-სიტის" ერთ-ერთ ლიდერს, გამთამაშებელ რასელ უესტბრუკს. მან თითქოს აღიდგინა ფიზიკური კონდიციები მუხლზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ მცველს კიდევ მინიმუმ ოთხი კვირის გამოტოვება მოუწევს, - ამ ინფორმაციას ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვებგვერდი ავრცელებს.
უესტბრუკის მკურნალობა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობდა, მაგრამ სამშაბათს მას მცირე ოპერაციის ჩატარება დასჭირდა. ასე რომ, რასელი ვერ მოასწრებს ფორმის აკრეფას რეგულარული ჩემპიონატის სტარტისთვის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლებრონ ჯეიმსი: ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი უნდა გავხდე