ბუკმეკერთა აზრით, ჩემპიონობის სხვა პრეტენდენტთა შორის უფრო მაღალი შანსები გააჩნიათ "ჩიკაგო ბულზსა" და "ოკლაჰომა-სიტის". შემდეგ მოდიან "კლიპერსი", "ჰიუსტონი", "ინდიანა" და "ბრუკლინი".
საინტერესოა, რომ შარშანდელი ფინალისტი "სან ანტონიო სპურსი", წინასასეზონო ფსონების მიხედვით, მხოლოდ მერვე ადგილზეა.
ბუკმეკერთა ფსონები ჩემპიონობაზე ასე გამოიყურება:
მაიამი 2/1
ჩიკაგო 8/1
ოკლაჰომა 8/1
კლიპერსი 9/1
ჰიუსტონი 10/1
ინდიანა 10/1
ბრუკლინი 10/1
პორტლენდი-ფინიქსი 98:104
20:28, 31:28, 16:27, 31:21
პ: ლილარდი
ფ: დრაგიჩი (19+5 პასი), მარკუს მორისი (15+7 მოხსნა), ფრაი (14).
ტორონტო-მინესოტა 89:101
22:28, 37:27, 16:28, 14:18
ტ: დეროზანი (17), გეი (11).
მ: ლავი (20+9 მოხსნა), პეკოვიჩი (12+8 მოხსნა), ბარეა (12), შვედი (10).
ორლანდო-ნ. ორლეანი 95:99
24:21, 23:20, 21:30, 27:28
ო: ვუჩევიჩი (17+9 მოხსნა), ჰარისი (17+9 მოხსნა), ნიკოლსონი (13), ჰარკლესი (11+3 დაფარება), ოლადიპო (10+5 მოხსნა+9 პასი+4 ჩაჭრა), ნელსონი (10), მაკსიელი (4+10 მოხსნა).
ნ-ო: დევისი (29+9 მოხსნა+4 დაფარება), რობერტსი (16), ანდერსონი (12+8 მოხსნა), ამინუ (10+5 მოხსნა).
ბოსტონი-ნიუ იორკი 102:103
17:20, 27:25, 21:34, 37:24
ბ: პრესეი (13+7 პასი), ბრედლი (12), ბაპი (12), ფავერანი (11+6 მოხსნა), უოლასი (10), გრინი (10).
ნ-ი: შამპერტი (18), ჰარდუეი (16), უორლდ პისი (13), ბარნიანი (12), ფელტონი (11+5 პასი).
მემფისი-დალასი 90:95
19:31, 21:20, 24:28, 26:16
მ: ლიუერი (17+10 მოხსნა+5 პასი), რენდოლფი (12+5 მოხსნა), კონლი (12), კალატესი (11+5 მოხსნა), დევისი (10+10 მოხსნა).
დ: ნოვიცკი (20+6 მოხსნა), ელისი (11+8 პასი), დალემბერი (11+7 მოხსნა), კარტერი (12).
სან ანტონიო-ცსკა 95:93 (ო)
27:26, 24:23, 27:14, 8:23, 9:7
ს-ა: მილსი (14), ჯინობილი (14+5 მოხსნა), დანკანი (10), პარკერი (6+5 პასი).
ც: პარგო (20+6 მოხსნა+5 პასი), უიმსი (16), ხრიაპა (12+7 მოხსნა+7 პასი), ფრიძონი (10+7 მოხსნა).
მავნებელი ლებრონი
კვლევამ, რომელიც ჩაატარა ამერიკულმა გამოცემა Pediatrics-მა, აჩვენა, რომ აშშ-ის წამყვანი სპორტსმენები აქტიურად უწევენ პროპაგანდას არაჯანსაღ საკვებს.
როგორც ირკვევა, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მთავარი ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი ყველაზე აქტიურად არის ჩართული ასეთი "მავნებლობების" რეკლამაში და, რა თქმა უნდა, ამისთვის ზღაპრულ ჰონორარს იღებს.
ასე იმიტომ ხდება, რომ "მეფეს" კონტრაქტი აქვს "მაკდონალდსის" ქსელთან, აგრეთვე, "კოკა კოლასთან".
ამ სიაში მეორე ადგილი უკავია პეიტონ მენინგს - ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავსა და "ინდიანაპოლის კოლტსის" ლეგენდას. ცნობისთვის, მენინგი "პეპსი კოლას" სახე გახლავთ. შემდეგ მოდიან ჩოგბურთელი სერენა უილიამსი და კალათბურთელი კრის პოლი. უილიამსი "ოგეოს" ორცხობილებს უწევს რეკლამას.
მეცნიერების აზრით, აშშ-ისთვის, სადაც მძაფრად დგას ბავშვებსა და მოზარდებში სიმსუქნის პრობლემა, ეს მეტად უარყოფილი ტენდენციაა. სხვათა შორის, ჩატარებული კვლევის თანახმად, მავნებელი საკვების რეკლამებში ყველაზე ხშირად კალათბურთელები ჩნდებიან. ასე რომ, ხომ არ არის დრო, NBA-ს კომისარმა დევიდ სტერნმა ამის გამოც დაიწყოს მოთამაშეების დაჯარიმება? მას და მის ორგანიზაციას კარგად ეხერხება ნებისმიერი სახის ფინანსური სასჯელის მოგონება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სულელი სუპერმენი დუაიტ ჰოვარდი