და კვლავ, მთავარი მოქმედი პირი მოედანზე ლებრონ ჯეიმსი გახლდათ. მისი 28 ქულა, 8 მოხსნა და 8 პასი "ჰიტის" ზედიზედ მერვე გამარჯვების მყარი ფუნდამენტი აღმოჩნდა - 95:84. მატჩის შემდეგ ჟურნალისტებმა თავი ვერ შეიკავეს და ლებრონს მომავალი კარიერის შესახებ კითხვები მაინც დაუსვეს.
* * *
სათამაშო დღის დაწყებამდე "სან ანტონიო" და "პორტლენდი" შთამბეჭდავი მოგებათა სერიით იწონებდნენ თავს - მათ ზედიზედ 11 მატჩი ჰქონდათ მოგებული. 27 ნოემბერს "სპურსს" სერიოზული მეტოქე ჰყავდა "ოკლაჰომას" სახით და შეიძლებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ დაგვეყენებინა სერიის გაგრძელების პერსპექტივა, "პორტლენდს" კი სრული უფლება ჰქონდა, ეფიქრა "ფინიქსთან" ზედიზედ მე-12 გამარჯვებაზე. საბოლოოდ, "სპურსმა" და "ბლეიზერსმა" სინქრონულად წააგეს თავიანთი შეხვედრები.
ტერი სტოტსის შეგირდებმა "სანზისგან" 120 ქულა გაუშვეს. "ფინიქსის" რიგებში ორმაგი დუბლი შეასრულა სლოვენიელმა გორან დრაგიჩმა (30 ქულა+10 პასი), ცენტრმა ჩენინგ ფრაიმ კი, რომელმაც თითქმის მთელი შარშანდელი სეზონი გამოტოვა, 12-დან 10 სროლა მოათავსა კალათში.
რაც შეეხება "სპურსს", მან ვერაფერი მოუხერხა რასელ უესტბრუკის შემცვლელს. თავად უესტბრუკი 27 ნოემბერს თავის თავს არ ჰგავდა,16-დან 14 სროლა ააცილა და 6 ქულა დააგროვა. სამაგიეროდ, მისმა დუბლიორმა რეჯი ჯექსონმა გაიმეორა შედეგიანობის პირადი რეკორდი - 23 ქულა. აქედან რვა ქულა მან ზედიზედ ჩააგდო - მეოთხე მეოთხედის სტარტზე. იმ მომენტში "თანდერის" უპირატესობა 11 ქულამდე გაიზარდა და ეს ფორმა "ოკლაჰომამ" აღარ გაფლანგა.
* * *
მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისთვის "ლეიკერსი" "ბრუკლინზე" აშკარად უკეთ გამოიყურება, კალიფორნიელებმა კინაღამ წააგეს შეხვედრა, რომელშიც 27 ქულით იყვნენ წინ. გამარჯვებული მატჩის ბოლოს გაირკვა, როცა მოედანზე მეტად საინტერესო ეპიზოდს ჰქონდა ადგილი.
სტუმრები იგებდნენ 96:94-ს, როცა "ბრუკლინის" მთავარმა მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა სათადარიგოთა სკამისკენ მიმავალ ტაიშონ ტეილორს უთხრა: "დამეჯახე!" მოთამაშემ ვერ გაბედა მწვრთნელისთვის უარის თქმა და მხარი გაჰკრა დამრიგებელს. კიდმა, რომელსაც ხელში ჭიქა ეჭირა, ამ "შეჯახების" გამო სასმელი დაღვარა და მოედანზე გუბე დადგა.
მსაჯებს ისღა დარჩენოდათ, რომ ტექნიკური ტაიმ-აუტი გამოეცხადებინათ, რომლის დროსაც, "ნეტსის" სამწვრთნელო შტაბმა დახაზა კომბინაცია, რომლითაც "ბრუკლინს" შეხვედრა ოვერტაიმში უნდა გადაეყვანა, მაგრამ იღბალმა არ აპატია კიდს არასპორტული საქციელი და ფარმა არ მიიღო პოლ პირსის ნასროლი.
შარლოტი-ინდიანა 74:99
11:22, 27:21, 14:17, 22:39
შ: ელ ჯეფერსონი (16), უოკერი (15), ჰენდერსონი (10).
ი: უოტსონი (18), ლ. სტივენსონი (15+10 მოხსნა), ჯორჯი (15), ჰიბერტი (14+10 მოხსნა), დევ. უესტი (11).
მილუოკი-ვაშინგტონი 92:100 (ო)
23:25, 25:24, 20:22, 19:16, 5:13
მ: მაიო (21), მიდლტონი (13), ილიასოვა (12), ნილი (10).
ვ: გორტატი (25), უოლი (19), უებსტერი (18), არიზა (14).
ორლანდო-ფილადელფია 105:94
33:27, 22:23, 22:23, 28:21
ო: ვუჩევიჩი (21+16 მოხსნა), გ. დევისი (19), აფლალო (18), ოლადიპო (18), ნიკოლსონი (11).
ფ: ტ. იანგი (26), კარტერ-უილიამსი (23), ტერნერი (17).
ბოსტონი-მემფისი 93:100
13:27, 23:22, 23:20, 34:31
ბ: ჯ. გრინი (26), სალინჯერი (23+12 მოხსნა), ბრედლი (16).
მ: ბეილესი (22), კონლი (14), ზ. რენდოლფი (13), ტ. ალენი (12), ედ დევისი (11).
ბრუკლინი-ლეიკერსი 94:99
18:34, 22:20, 28:23, 26:22
ბ: ჯო ჯონსონი (18), ტელეტოვიჩი (17), ბლექჩი (14), ა. ანდერსონი (14), პირსი (12).
ლ: ნ. იანგი (26), პ. გასოლი (21), ფარმარი (15), მიქსი (11).
კლივლენდი-მაიამი 84:95
28:22, 14:27, 18:21, 24:25
კ: უეიტერსი (24), ირვინგი (16), კლარკი (13), ვარეჟაო (10).
მ: ლ. ჯეიმსი (28), უეიდი (22), ბიზლი (17).
დეტროიტი-ჩიკაგო 79:99
29:25, 24:26, 15:25, 11:23
დ: სტაკი (25), ჯ. სმიტი (13+11 მოხსნა), ჯენინგსი (12), დრამონდი (10+11 მოხსნა).
ჩ: დენგი (27), გიბსონი (23), ნოა (13), ჰაინრიხი (13), სნელი (13).
ჰიუსტონი-ატლანტა 113:84
30:19, 26:26, 21:22, 36:17
ჰ: გარსია (21), ბრუქსი (21), პარსონსი (14), ტ. ჯონსი (14), დ. ჰოვარდი (11), აშიქი (10).
ა: მილსეპი (16), ჰორფორდი (14), კ. მარტინი (14), ჯენკინსი (13).
მინესოტა-დენვერი 110:117
27:28, 28:36, 28:26, 27:27
მ: კევ. მარტინი (29), პეკოვიჩი (21+10 მოხსნა), ლავი (19+15 მოხსნა), რუბიო (17+11 პასი), კ. ბრიუერი (14).
დ: ლოუსონი (23), ნ. რობინსონი (15), ჩენდლერი (14), ფარიდი (13), ჯ. ჰემილტონი (11), ა. მილერი (10), ფოიე (10), ჰიქსონი (10).
ოკლაჰომა-სან ანტონიო 94:88
19:21, 24:25, 25:15, 26:27
ო: დურანტი (24+13 მოხსნა), რ. ჯექსონი (23), იბაკა (17+11 მოხსნა), ლემბი (12).
ს-ა: ტ. პარკერი (16), ჯინობილი (12), დანკანი (11), დიაო (10).
დალასი-გ. სტეიტი 103:99
28:22, 27:24, 27:25, 21:28
დ: ნოვიცკი (22), კალდერონი (12), კრაუდერი (12), მერიონი (11), დალემბერი (11+3 დაფარება), ბლეირი (11+9 მოხსნა), ელისი (4+10 პასი).
გ-ს: კარი (29+8 პასი), ტომპსონი (20+10 მოხსნა), ლი (20+12 მოხსნა).
ფინიქსი-პორტლენდი 120:106
21:32, 40:26, 29:18, 30:30
ფ: დრაგიჩი (31+10 პასი), ფრაი (25), მარკიფ მორისი (19), მარკუს მორისი (15), ჯ. გრინი (10).
პ: ოლდრიჯი (24), ლილარდი (16), ბატუმი (15), რ. ლოპესი (10+10 მოხსნა), ტ. რობინსონი (10).
კლიპერსი-ნიუ იორკი 93:80
29:27, 20:18, 25:23, 19:12
კ: პოლი (15), გრიფინი (15), რედიკი (15), ჯ. კროუფორდი (13).
ნ-ი: ენტონი (27), ბარნიანი (20+10 მოხსნა), ფელტონი (12).
ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: შემწყდარი სერიები