პირსი და ფარმარი ერთ თვეს დაისვენებენ

AutoSharing Option
"ბრუკლინის" პრობლემები, შემადგენლობასთან დაკავშირებით, გრძელდება. როგორც 3 დეკემბრის ნომერში ვწერდით, ხელი მოიტეხა ვეტერანმა ფორვარდმა პოლ პირსმა.

3 დეკემბერს კალათბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და დადგინდა, რომ 2-4 კვირა ვერ შეძლებს თამაშს. მიმდინარე სეზონში ფორვარდის სტატისტიკაა 12.4 ქულა და 4.9 მოხსნა.

ამასობაში გაირკვა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მცველის, ჯორდან ფარმარის ტრავმის ხარისხი. კალათბურთელმა მუხლის დაზიანება სამი დღის წინ, "პორტლენდთან" მატჩში მიიღო. სამედიცინო შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ფარმარი ოთხი კვირა ვერ შეძლება თამაშს.

რონდომ ვარჯიში დაიწყო
"ბოსტონ სელტიქსის" გამთამაშებელმა რაჟონ რონდომ ექიმებისგან ვარჯიშის დაწყების
ნებართვა მიიღო. შეგახსენებთ, რომ ამ კალათბურთელს ერთი წელი გაუცდა მუხლზე ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო.

რონდომ უკვე მოასწრო გუნდთან ერთად პირველი ვარჯიშის ჩატარება. ჯერჯერობით არ აზუსტებენ, როდის ჩაერთვება მცველი რეგულარულ ჩემპიონატში.

საუკეთესოები ნოემბერში
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ ნოემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელებად დაასახელა: აღმოსავლეთ კონფერენციაში "ინდიანას" დამრიგებელი ფრენკ ფოგელი, დასავლეთში "პორტლენდის" თავკაცი ტერი სტოტსი.

"პეისერსმა" ნოემბერში ზედიზედ ცხრა თამაში მოიგო, სულ კი ამ გუნდს მიმდინარე სეზონში 18-დან 16 მატჩი აქვს მოგებული, რითაც ლიდერობს აღმოსავლეთ კონფერენციას. თავის მხრივ, "პორტლენდმა" ზედიზედ 11 მატჩში გაიმარჯვა და დაეწია დასავლეთ კონფერენციის ლიდერ "სან ანტონიოს" (18-დან 15 მოგება ორივეს).

კვირის მოთამაშეები
"მაიამი ჰიტისა" და "ოკლაჰომა სიტის" ფორვარდები ლებრონ ჯეიმსი და კევინ დურანტი გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.

აღმოსავლეთ კონფერენციის ლაურეატი ჯეიმსი თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩის მოგებაში დაეხმარა და ამ შეხვედრებში საშუალოდ 29.0 ქულას (საუკეთესო შედეგი ლიგაში), 6.0 მოხსნას, 4.9 შედეგიან გადაცემასა და 1.5 ჩაჭრას აგროვებდა. ლებრონი თამაშიდან 60 პროცენტის სიზუსტით ისროდა და სამქულიანების 46.7 პროცენტს ათავსებდა კალათში. მაიამელი ოთხივე მატჩში მინიმუმ 25 ქულას იხვეჭდა.

დურანტის კარგი თამაშის წყალობით, "ოკლაჰომამ" გასულ კვირას სამიდან სამი მატჩი მოიგო. ამ შეხვედრებში კევინის მონაგარი იყო - 27.0 ქულა, 12.0 მოხსნა და 7.0 პასი. დურანტმა ორ მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა, "მინესოტასთან" კი სეზონში პირველი სამმაგი დუბლი მიითვალა - 32 ქულა, 12 პასი და 10 მოხსნა.

ჯეიმსის კვირა
25 ნოემბერი. მაიამი-ფინიქსი 107:92. 35 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი.
27 ნოემბერი. კლივლენდი-მაიამი 84:95. 28 ქულა, 8 მოხსნა, 8 პასი, 3 ჩაჭრა.
29 ნოემბერი. ტორონტო-მაიამი 83:90. 27 ქულა, 6 მოხსნა.
1 დეკემბერი. მაიამი-შარლოტი 99:98. 26 ქულა, 5 მოხსნა.

დურანტის კვირა
27 ნოემბერი. ოკლაჰომა-სან ანტონიო 94:88. 24 ქულა, 13 მოხსნა, 5 პასი, 2 დაფარება.
29 ნოემბერი. ოკლაჰომა-გოლდენ სტეიტი 113:112 (ო). 25 ქულა, 13 მოხსნა, 5 პასი, 2 დაფარება.
2 დეკემბერი. ოკლაჰომა-მინესოტა 113:103. 32 ქულა, 10 მოხსნა, 12 პასი, 4 დაფარება, 4 ჩაჭრა.

კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი მოთამაშეები აცხადებდნენ პრეტენზიას: ტაი ლოუსონი ("დენვერი"), ანდრე დრამონდი ("დეტროიტი"), სტივენ კარი ("გოლდენ სტეიტი"), ჩენდლერ პარსონსი ("ჰიუსტონი"), პოლ ჯორჯი ("ინდიანა") და ჯონ უოლი ("ვაშინგტონი").

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. ინდიანა 18 16 2 88.9
2. მაიამი 17 14 3 82.4
3. ვაშინგტონი 18 9 9 50.0
4. ტორონტო 16 6 10 37.5
5. ატლანტა 19 9 10 47.4
6. შარლოტი 18 8 10 44.4
7. ჩიკაგო 16 7 9 43.8
8. დეტროიტი 17 7 10 41.2
9. ბოსტონი 19 7 12 36.8
10. ორლანდო 17 6 11 35.3
11. ფილადელფია 18 6 12 33.3
12. კლივლენდი 17 5 12 29.4
13. ბრუკლინი 17 5 12 29.4
14. ნიუ იორკი 16 3 13 18.8
15. მილუოკი 16 3 13 18.8

დასავლეთი
თ მ წ %
1. პორტლენდი 18 15 3 83.3
2. სან ანტონიო 18 15 3 83.3
3. ოკლაჰომა 15 12 3 80.0
4. კლიპერსი 18 12 6 66.7
5. ჰიუსტონი 19 13 6 68.4
6. დენვერი 16 10 6 62.5
7. დალასი 18 10 8 55.6
8. გ. სტეიტი 18 10 8 55.6
9. ფინიქსი 17 9 8 52.9
10. ნიუ ორლეანი 17 9 8 52.9
11. მემფისი 16 8 8 50.0
12. ლეიკერსი 18 9 9 50.0
13. მინესოტა 19 9 10 47.4
14. საკრამენტო 15 4 11 26.7
15. იუტა 19 4 15 21.1

ქულები
კევინ დურანტი (ოკლ) 28.3
კარმელო ენტონი (აილ) 26.3
ლებრონ ჯეიმსი (მაი) 26.2
პოლ ჯორჯი (ინდ) 24.9
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუ) 24.5
კევინ ლავი (მინ) 23.7
კევინ მარტინი (მინ) 23.2
ლამარკუს ოლდრიჯი (პორ) 22.7
სტივენ კარი (გ. სტე) 22.3
მონტა ელისი (დალ) 21.9

მოხსნები
კევინ ლავი (მინ) 13.6
დეანდრე ჯორდანი (კლი) 12.8
დუაიტ ჰოვარდი (ჰიუ) 12.3
ანდრე დრამონდი (დეტ) 12.2
ბლეიკ გრიფინი (კლი) 11.1
ნიკოლა ვუჩევიჩი (ორლ) 10.9
ენტონი დევისი (ნ-ორლ) 10.2
სერჟ იბაკა (ოკლ) 10.2
სპენსერ ჰოიესი (ფილ) 10.1
დემარკუს კაზინსი (საკ) 10.1

პასები
კრის პოლი (კლი) 12.1
ჯონ უოლი (ვაშ) 9.2
სტივენ კარი (გ. სტე) 8.7
რიკი რუბიო (მინ) 8.5
ბრენდონ ჯენინგსი (დეტ) 8.4
ტაი ლოუსონი (დენ) 8.2
ჯეფ ტიგი (ატლ) 8.1
ჯრიუ ჰოლიდეი (ნ-ორლ) 8.0
სტივ ბლეიკი (ლეი) 7.7
გორან დრაგიჩი (ფინ) 7.2

ჩაჭრები
მ. კარტერ-უილიამსი (ფილ) 3.1
რიკი რუბიო (მინ) 2.9
კრის პოლი (კლიპ) 2.3
ჯონ უოლი (ვაშ) 2.3
პოლ ჯორჯი (ინდ) 2.2
ტონი ალენი (მემ) 2.2
კავაი ლეონარდი (ს-ანტ) 2.1
ანდრე დრამონდი (დეტ) 2.0
ერიკ გორდონი (ნ-ორლ) 1.9
კორი ბრიუერი (მინ) 1.9

დაფარებები
ენტონი დევისი (ნ-ორლ) 3.6
როი ჰიბერტი (ინდ) 3.4
სერჟ იბაკა (ოკლ) 2.6
ბრუკ ლოპესი (ბრუ) 2.4
ჯონ ჰენსონი (მილ) 2.2
დეანდრე ჯორდანი (კლი) 2.2
ტიმ დანკანი (ს-ანტ) 1.9
მაილს პლამლი (ფინ) 1.9

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: დანკანი არ ბერდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული