ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ "სპურსმა" პირწმინდად წააგო მეორე მეოთხედი. ტრადიციულად, ეს 12-წუთეული რეზერვისტების დროა და თითქოს, ტექსასელების სათადარიგოებს უპირატესობა უნდა ჰქონოდათ, მაგრამ ფიშერმა, ჯექსონმა, ლემბმა, ადამსმა და სხვებმა სტუმრებს ისეთი უპირატესობა მოუტანეს, რომელიც მატჩის ბოლომდე აღარ შემცირებულა.
თუმცა იმის თქმაც არ შეიძლება, რომ "სპურსმა" ნაადრევად ჩამოუშვა ხელები და დანებდა კონკურენტს. ბოლო
* * *
"ნიუ იორკმა" საკუთარ მოედანზე მეათე მატჩი წააგო. ამდენივე საშინაო მარცხი ჰქონდა "ნიქსს" გასულ სეზონში, ახლა კი ამ მაჩვენებელს კათოლიკურ შობამდე "მიაღწია".
მაიკ ვუდსონის გუნდის დამარცხება, ამჯერად, "მემფისმა" შეძლო. საბოლოო შედეგი გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ რენდოლფისა და კომპანიის დიდ უპირატესობას სამწამიანში. სტუმრებმა თითქმის ორჯერ მეტი მოხსნა შეასრულეს და სამწამიანიდან 60 ქულა დააგროვეს. "ნიუ იორკმა" კი აქცენტი საშუალო და შორეულ ტყორცნებზე გააკეთა, მაგრამ ამ ტაქტიკამ ამჯერადაც არ იმუშავა. ენტონის, ჰარდუეისა და სმიტს ღირსეული მონაგარი ჰქონდათ (62 ქულა), მაგრამ დანარჩენი ნიუიორკელები მხოლოდ 25 ქულით იწონებდნენ თავს.
* * *
უცნაური მატჩი მოუგო "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს". "მეომრებმა" თამაშიდან მხოლოდ 38.8 პროცენტი ჩააგდეს და მიზანს კარგი დაცვის წყალობით მიაღწიეს, რაც ამ გუნდისთვის დიდი იშვიათობაა. მაიკ დ’ენტონის შეგირდებმა კიდევ უფრო უარესად ისროლეს, გარდა ამისა, სტუმრებს 24 შეცდომა დაუგროვდათ, რითაც "გოლდენ სტეიტმა" 28 ქულა მოიპოვა. დაბოლოს, მასპინძლებმა კარგად გამოიყენეს ის ფაქტორი, რომ "ლეიკერსის" რიგებში ვერ ვიხილეთ პაუ გასოლი. ესპანელის არყოფნაში, ბოგუტმა და ლიმ 30 მოხსნა დააგროვეს და მთლიანად დაიპყრეს ორივე ფარი.
* * *
ძალიან კარგი შენაძენი გააკეთა დერიკ როუზის ტრავმის შემდეგ "ჩიკაგომ", რომელსაც ჰაერივით სჭირდებოდა გამთამაშებელი. "ხარებმა" ყველასგან დაწუნებული დი ჯეი ოგასტინი გაიფორმეს და ეს მცველი შესანიშნავად შეერწყა ახალ გუნდს.
"კლივლენდთან" მატჩში ოგასტინმა 46 წუთი გაატარა მოედანზე, დააგროვა 18 ქულა, 10 შედეგიანი პასი შეასრულა და ოთხი სამქულიანიც ჩააგდო. ამით მან "ბულზს" გამარჯვება მოუტანა იმის მიუხედავად, რომ "ხარებს" არ ჰყავდათ დენგი, ჰაინრიხი და ბატლერი.
21 დეკემბერი
ნიუ იორკი-მემფისი 87:95
22:25, 18:25, 21:22, 26:23
ნ-ი: კ. ენტონი (30), ჯ-ა. სმიტი (16), ჰარდუეი (16).
მ: რენდოლფი (25 + 15 მოხსნა), ტ. ალენი (19), ბეილესი (11), კუფოსი (10), ედ დევისი (10).
ბოსტონი-ვაშინგტონი 99:106
30:14, 21:30, 25:30, 23:32
ბ: ბრედლი (26), სალინჯერი (22+11 მოხსნა), ჯეფ გრინი (13), ბასი (11+11 მოხსნა), ჯორ. კროუფორდი (11+8 პასი).
ვ: არიზა (27), უოლი (20+9 პასი), გორტატი (13+11 მოხსნა), სარეფინი (13), ნენე (13).
შარლოტი-იუტა 85:88
21:17, 25:25, 20:28, 19:18
შ: კ. უოკერი (20), ე. ჯეფერსონი (19+11 მოხსნა), სეშენსი (13), ჰენდერსონი (12).
ი: ბერკი (20), ფეივორსი (14), რ. ჯეფერსონი (13), ჰეივორდი (12+10 მოხსნა), ბერკსი (11).
ორლანდო-საკრამენტო 100:105
31:25, 27:31, 19:19, 23:30
ო: აფლალო (26), ტ. ჰარისი (21), დ. ნელსონი (13), ოლადიპო (12), გ. დევისი (10).
ს: გეი (23), ა. ტომასი (23), ტორნტონი (15), კაზინსი (14+11 მოხსნა), დ. ტომპსონი (11).
დეტროიტი-ჰიუსტონი 97:114
24:33, 29:28, 18:25, 26:28
დ: დ. სმიტი (19), სინგლერი (12), ბაინუმი (11), მონრო (10+11 მოხსნა).
ჰ: დ. ჰოვარდი (35+19 მოხსნა), პარსონსი (20), გარსია (16), კასპი (13), ბრუქსი (10), ბევერლი (10).
მილუოკი-ფილადელფია 116:106
29:23, 30:26, 26:23, 31:34
მ: მიდლტონი (27), ბატლერი (22+11 მოხსნა), ნაითი (21), რადულიცა (14), ადეტოკუნბო (12).
ფ: ტ. იანგი (30+10 მოხსნა), ჰეიესი (25+11 მოხსნა), კარტერ-უილიამსი (19+12 პასი), ე. ტერნერი (10).
ჩიკაგო-კლივლენდი 100:84
33:26, 27:17, 21:22, 19:19
ჩ: ბუზერი (19), ოგასტინი (18+10 პასი), სნელი (17), ტ. გიბსონი (15), ნოა (11+18 მოხსნა), დანლივი (11).
კ: ბაინუმი (19), ირვინგი (14), ჯეკი (11), დელავედოვა (10), ტ. ტომპსონი (10).
სან ანტონიო-ოკლაჰომა 100:113
21:21, 29:40, 26:24, 24:28
ს-ა: პარკერი (23), დანკანი (17+10 მოხსნა), ბელინელი (17), დიაო (14), ჯინობილი (11).
ო: უესტბრუკი (31), რ. ჯექსონი (21), დურანტი (17), იბაკა (14+14 მოხსნა).
ფინიქსი-დალასი 123:108
38:25, 25:33, 28:24, 32:26
ფ: ბლედსოუ (25), ჯ. გრინი (22), ფრაი (18), ტაკერი (16), დრაგიჩი (13).
დ: ნოვიცკი (21), რაიტი (19), ელისი (19), კარტერი (14), მერიონი (10).
პორტლენდი-ნ. ორლეანი 110:107
21:26, 31:27, 31:25, 27:29
პ: ლილარდი (29), მეტიუზი (18), ოლადიპო (18), რ. ლოპესი (14), ბატუმი (11).
ნ-ო: ტ. ევანსი (21), ე. დევისი (21), რ. ანდერსონი (18), ე. გორდონი (18), ჰოლიდეი (13).
გ. სტეიტი-ლეიკერსი 102:83
27:26, 19:16, 26:15, 30:26
გ-ს: დ. ლი (19), კარი (18), კ. ტომპსონი (17), ბოგუტი (12), სპეიტყი (10).
ლ: ნ. იანგი (20), ჰილი (14), მიქსი (13), ჰენრი (13), კამანი (10).
კლიპერსი-დენვერი 112:91
28:18, 28:25, 23:17, 33:31
კ: ჯ. კროუფორდი (27), ბ. გრიფინი (24+16 მოხსნა).
დ: უ. ჩენდლერი (19), მოზგოვი (15+9 მოხსნა).
ლოპესმა სეზონი დაასრულა
"ბრუკლინ ნეტსის" ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ სეზონის ბოლომდე ვერ შეძლებს თამაშს ძირითადი ცენტრი ბრუკ ლოპესი, რომელიც წელს, საშუალოდ, 20.7 ქულასა და 6.0 მოხსნას აგროვებდა. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს, 25 წლის კალათბურთელმა მარჯვენა ტერფის ძვალი მოიტეხა.
ლოპესმა ეს დაზიანება "ფილადელფიასთან" მატჩის მეოთხე მეოთხედში მიიღო, როცა ფარიდან ასხლეტილი ბურთისთვის ბრძოლაში შეეჯახა ტადეუშ იანგს. საბოლოო ჯამში, ეს გახლავთ იმ ტრავმის რეციდივი, რომელიც ბრუკმა 2011-12 წლების სეზონში მიიღო და ბევრი დრო გაუცდა.
აჟინკა NBA-ში დაბრუნდა
საფრანგეთის "სტრასბურის" ცენტრი ალექსის აჟინკა "ნიუ ორლეანის" მოთამაშე გახდა. კონტრაქტის თანახმად, კალათბურთელი სეზონში 575 ათას დოლარს მიიღებს, მისი სათამაშო ნომერი კი "12" იქნება. შეგახსენებთ, რომ აჟინკა 2008 წლის დრაფტზე "შარლოტმა" აირჩია, მაგრამ ცენტრმა ლიგაში დამკვიდრება ვერ შეძლო და ევროპაში დაბრუნდა.
მიმდინარე სეზონში, საფრანგეთის ჩემპიონატში აჟინკა საშუალოდ 17.1 ქულასა და 5.4 მოხსნას აგროვებდა. ის აგრეთვე ევროპის ჩემპიონი გახდა საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: 39 სიცხეც და ქულაც