კალათბურთი. NBA. რეგულარული ჩემპიონატი: დურანტი და სალინჯერი

AutoSharing Option
"ბოსტონ სელტიქსისა" და "ოკლაჰომა-სიტის" ფორვარდები - ჯარედ სალინჯერი და კევინ დურანტი გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.

აღმოსავლეთ კონფერენციის ლაურეატი სალინჯერი თავის გუნდს სამიდან ორი მატჩის მოგებაში დაეხმარა და ამ შეხვედრებში საშუალოდ 20.3 ქულას, 12.7 მოხსნასა და 1.67 დაფარებას აგროვებდა. ბოსტონელმა გასული კვირის სამივე მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა, მათ შორის, 31 ქულა და 16 მოხსნა მოაგროვა.

დურანტის კარგი თამაშის წყალობით, "ოკლაჰომამ" გასულ კვირას ოთხიდან სამი მატჩი მოიგო. ამ შეხვედრებში მისი მონაგარი იყო - 31.8 ქულა (მეორე შედეგი კონფერენციაში), 8.0 მოხსნა და
9.0 პასი. "დურანტულამ" ორი ორმაგი დუბლი შეასრულა, "ნიუ იორკთან" მატჩში კი ერთი პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე - 41 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასი.

სალინჯერის კვირა
5 თებერვალი. ფილადელფია-ბოსტონი 108:114. 19 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი, 4 დაფარება.
7 თებერვალი. ბოსტონი-საკრამენტო 99:89. 31 ქულა, 16 მოხსნა.
9 თებერვალი. ბოსტონი-დალასი 91:102. 11 ქულა, 12 მოხსნა.

დურანტის კვირა
3 თებერვალი. ოკლაჰომა-მემფისი 86:77. 31 ქულა, 8 მოხსნა, 8 პასი.
5 თებერვალი. ოკლაჰომა-მინესოტა 106:97. 26 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი.
9 თებერვალი. ოკლაჰომა-ნიუ იორკი 112:100. 41 ქულა, 10 მოხსნა, 9 პასი.

კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი მოთამაშეები აცხადებდნენ პრეტენზიას: მეისონ პლამლი ("ბრუკლინი"), ელ ჯეფერსონი ("შარლოტი"), ბრენდონ ჯენინგსი ("დეტროიტი"), ჯოშ სმიტი ("დეტროიტი"), დუაიტ ჰოვარდი ("ჰიუსტონი"), დევიდ უესტი ("ინდიანა"), ბლეიკ გრიფინი ("კლიპერსი"), დეანდრე ჯორდანი ("კლიპერსი"), ვიქტორ ოლადიპო ("ორლანდო") და პეტი მილსი ("სან ანტონიო").

ინდიანა-დენვერი 119:80
31:20, 30:20, 24:16, 34:24
ი: უესტი (25), ჰიბერტი (14+12 მოხსნა+4 დაფარება), ჯორჯი (12), სტივენსონი (12), სკოლა (11), ჰილი (10).
დ: ჩენდლერი (17), ჰიქსონი (12), ჰემილტონი (11), ფოიე (9+10 პასი).

მილუოკი-ბოსტონი 86:102
24:26, 22:23, 22:21, 18:32
მ: ნაითი (22), ნილი (17), ჰენსონი (16).
ბ: გრინი (29), ოლინიკი (14+11 მოხსნა), სალინჯერი (13+10 მოხსნა+4 დაფარება), პრესი (13), ბასი (12).

ტორონტო-ნიუ ორლეანი 108:101
31:20, 18:29, 33:21, 26:31
ტ: დეროზანი (22), პატერსონი (22), ლოური (19+12 პასი), როსი (14), ჰენსბრო (12).
ნ-ო: ევანსი (23+10 პასი), დევისი (19), რობერტსი (18), გორდონი (10).

დეტროიტი-სან ანტონიო 109:100
25:24, 34:24, 33:24, 17:28
დ: ჯენინგსი (21), სტაკი (20), მონრო (15+10 მოხსნა), დრამონდი (14+9 მოხსნა), სმიტი (12), სინგლერი (10).
ს-ა: ბელინელი (20), დიაო (12), დანკანი (11), ჯოზეფი (11+9 პასი), პარკერი (11).

მინესოტა-ჰიუსტონი 89:107
28:34, 30:33, 20:15, 11:25
მ: ლავი (31+10 მოხსნა), ბადინგერი (15), შვედი (11), მბა ა მუტე (10).
ჰ: პარსონსი (20), ჰარდენი (19), ჰოვარდი (18+15 მოხსნა), ბევერლი (14), ჯონსი (14).

გ. სტეიტი-ფილადელფია 123:80
29:21, 37:12, 32:19, 25:28
გ-ს: სპეიტსი (32), კარი (23+8 პასი), ლი (13+13 მოხსნა), იგუოდალა (11), გრინი (11+11 მოხსნა+4 დაფარება), ბარნსი (11).
ფ: კარტერ-უილიამსი (24), ტერნერი (12), იანგი (12).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული