ლებრონ ჯეიმსს სამმაგი დუბლი გაუუქმეს

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გააუქმა "კლივლენდის" ფორვარდის, ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი, რომელიც მან 10 ნოემბერს "ნიუ ორლეანთან" მატჩში შეასრულა. ნებისმიერი შეხვედრის აუცილებელი ვიდეოჩანაწერის ნახვის შემდეგ ლიგის სპეციალისტებმა ჯეიმსის სტატისტიკას ჩამოაკლეს თითო მოხსნა და შედეგიანი პასი.

"ზედმეტი" აღმოჩნდა პასი ტრისტან ტომპსონის მისამართით, რომელმაც შემდეგ კაირი ირვინგს მიაწოდა ბურთი; აგრეთვე, მოხსნა შეტევაში, რომელიც სინამდვილეში მაიკ მილერს ეკუთვნოდა. ასე რომ, "კლივლენდის" ლიდერის აქტივში დარჩა 32 ქულა, 11 მოხსნა და 9 შედეგიანი პასი.

პარკერმა მწვრთნელი დაითხოვა
"სან ანტონიო სპურსის" გამთამაშებელმა ტონი პარკერმა თანამდებობიდან გაათავისუფლა საფრანგეთის
ლიგაში მოასპარეზე "ვილერბანის" მთავარი მწვრთნელი პიერ ვენსანი. ამის შესახებ გაზეთი "ეკიპი" იტყობინება. 2014 წლის მარტიდან პარკერი "ვილერბანის" პრეზიდენტია.

"დღეს ყველაზე მთავარია - კლუბისთვის სწორი გადაწყვეტილების მიღება. ვესაუბრე ვენსანს და მან მიიღო ჩემი პოზიცია", - განაცხადა პარკერმა.

ვენსანის გათავისუფლების მიზეზი გახდა კლუბის არადამაკმაყოფილებელი შედეგები. კლუბი საფრანგეთის ჩემპიონატის შვიდი ტურის შემდეგ ორი მოგებით მე-15 ადგილზე იმყოფება. დროებით "ვილერბანის" დამრიგებლის ფუნქციებს ნორდინ გრიბი შეასრულებს.

ვენსანი 2011 წლიდან ხელმძღვანელობდა "ვილერბანს". საინტერესოა, რომ 2000 წელს 18 წლის პარკერი ამ მწვრთნელის ხელმძღვანელობით ევროპის ჩემპიონი გახდა იუნიორთა შორის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული