"ოკლაჰომაში" დურანტი და უესტბრუკი უკვე ვარჯიშობენ

AutoSharing Option
"ოკლაჰომა სიტის" მოთამაშეებმა - კევინ დურანტმა და რასელ უესტბრუკმა მონაწილეობა მიიღეს საკუთარი გუნდის ვარჯიშში. ეს მათი პირველი გამოჩენა იყო მოედანზე ერთი თვის წინ მიღებული ტრავმების შემდეგ.

26 წლის დურანტმა სეზონის წინ ტერფის მოტეხილობა მიიღო და ოპერაცია გადაიტანა, უესტბრუკმა კი "კლიპერსთან" რეგულარული ჩემპიონატის მატჩში თანაგუნდელ კენდრიკ პერკინსთან შეჯახებისას მოიტეხა ხელი. თავისი ლიდერების გარეშე "ოკლაჰომამ" 15-დან 12 მატჩი წააგო.

"ისინი შესანიშნავად გამოიყურებიან, - ამბობს "თანდერის" მთავარი მწვრთნელი სკოტ ბრუქსი. - მთელი ამ დროის განმავლობაში გუნდთან ერთად იმყოფებოდნენ, მაგრამ ეს იყო პირველი შემთხვევა,
როცა ვარჯიშში მიიღეს მონაწილეობა. მათ აღდგენით პროცესში პროგრესი შეინიშნება. ჯერჯერობით სამწვრთნელო შტაბი არ ფიქრობს იმაზე, რამდენი ხანი შეუძლიათ თამაში. კონცენტრირებულნი ვართ იმაზე, რომ რასელი და კევინი, უბრალოდ, დაბრუნდნენ მოედანზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული