NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები, ჯეიმსი და გრიფინი

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "კლივლენდ კავალიერზის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი. მან თავის გუნდს სამიდან სამი მატჩი მოაგებინა. ჯეიმსი საშუალოდ მატჩში 25.7 ქულას, 8.7 შედეგიან გადაცემას, 5.3 მოხსნასა და 2.3 ჩაჭრას აგროვებდა. ჯეიმსი სამივე შეხვედრაში მინიმუმ 50-პროცენტიანი სიზუსტით ისროდა, ორ მატჩში კი ორმაგი დუბლი შეასრულა.

დასავლეთ კონფერენციის ლაურეატი გახდა "ლოს ანჯელეს კლიპერსის" ფორვარდი ბლეიკ გრიფინი. ის თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩის მოგებაში დაეხმარა. მძიმე ფორვარდის საშუალო სტატისტიკური მონაგარი 23.8 ქულას, 9.8 მოხსნასა და 5.0 შედეგიან
გადაცემას შეადგენდა. გრიფინმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "შარლოტთან" მატჩში, როცა ერთი შედეგიანი პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე - 22 ქულა, 16 მოხსნა და 9 შედეგიანი პასი.

ჯეიმსის კვირა
24 ნოემბერი. კლივლენდი-ორლანდო 106:74. 29 ქულა, 11 პასი, 4 მოხსნა, 3 ჩაჭრა.
26 ნოემბერი. კლივლენდი-ვაშინგტონი 113:87. 29 ქულა, 10 მოხსნა, 8 პასი, 3 ჩაჭრა.
29 ნოემბერი. კლივლენდი-ინდიანა 109:97. 19 ქულა, 7 პასი.

გრიფინის კვირა
24 ნოემბერი. შარლოტი-კლიპერსი 92:113. 22 ქულა, 16 მოხსნა, 9 პასი.
28 ნოემბერი. ჰიუსტონი-კლიპერსი 85:102. 30 ქულა, 10 მოხსნა.
29 ნოემბერი. იუტა-კლიპერსი 96:112. 28 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი.

კვირის მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებდნენ: ჯეფ ტიგი ("ატლანტა"), ჯიმი ბატლერი ("ჩიკაგო"), ტაისონ ჩენდლერი ("დალასი"), სტივენ კარი ("გოლდენ სტეიტი"), ჯეიმს ჰარდენი ("ჰიუსტონი"), კრის პოლი ("კლიპერსი"), მარკ გასოლი ("მემფისი"), კრის ბოში ("მაიამი") და უესლი მეტიუზი ("პორტლენდი").

ფილადელფია-სან ანტონიო 103:109
20:27, 26:34, 27:23, 30:25
ფ: კარტერ-უილიამსი (24+11 მოხსნა+7 პასი), შვედი (19), სიმსი (12+5 მოხსნა), მაკდანიელსი (10+9 მოხსნა).
ს-ა: ლეონარდი (26+10 მოხსნა), ბეინსი (15+9 მოხსნა), ჯოზეფი (14+8 მოხსნა+6 პასი), ჯინობილი (14), ბონერი (12), ბელინელი (11+7 მოხსნა).

ვაშინგტონი-მაიამი 107:86
30:22, 34:27, 17:17, 26:20
ვ: რ. ბატლერი (23), უოლი (18+13 პასი), გორტატი (15+10 მოხსნა), გუდენი (10).
მ: ბოში (21+8 მოხსნა), უეიდი (20), ჩელმერსი (11).

იუტა-დენვერი 101:103
23:26, 20:36, 34:21, 24:20
ი: ჰეივორდი (25), ბერკსი (22+8 მოხსნა), ბერკი (18+8 პასი), კანტერი (17+15 მოხსნა).
დ: ლოუსონი (15+12 პასი), ჩენდლერი (15), აფლალო (14), არტური (12), ფარიდი (11), მოზგოვი (10+10 მოხსნა), ჰიქსონი (10+8 მოხსნა+3 დაფარება).

კლიპერსი-მინესოტა 127:101
31:34, 34:16, 36:18, 26:33
კ: გრიფინი (23+8 მოხსნა), რედიკი (23), ჰოიესი (14), პოლი (12+8 პასი), ჯორდანი (11+13 მოხსნა+4 დაფარება).
მ: მუჰამედი (18+10 მოხსნა), უიგინსი (14), ჰამელი (13), ლავინი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული