"ამ მომენტისთვის, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს მუხლის მდგომარეობა და ამის მიხედვით ვიმოქმედოთ. ხანდახან თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ მომენტებში მუხლი ძალიან მაწუხებს. ექიმებმა და სამწვრთნელო შტაბმა ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონონ. ამის შემდეგ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას", - განაცხადა ენტონიმ.
მიმდინარე სეზონში 30 წლის ფორვარდმა 21 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 22.9 ქულა, 6.6 მოხსნა და 3.2 შედეგიანი პასი დააგროვა.