NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები ბატლერი და ჰარდენი

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "ჩიკაგო ბულზის" ფორვარდი ჯიმი ბატლერი. მან თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩი მოაგებინა. ბატლერი საშუალოდ 23.0 ქულას, 7.0 მოხსნას, 3.3 შედეგიან გადაცემასა და 2.0 დაფარებას აგროვებდა. ფორვარდი ლიგის ლიდერი იყო საშუალო სათამაშო დროის რაოდენობით - მოედანზე 40.2 წუთს ატარებდა.

დასავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა "ჰიუსტონი როკეტსის" ფორვარდი ჯეიმს ჰარდენი. ის თავის გუნდს სამიდან ორი მატჩის მოგებაში დაეხმარა. ჰარდენი ლიგის ლიდერი იყო საშუალო 34.7 ქულით, რასაც 7.3 შედეგიანი პასი, 4.3 მოხსნა და 2.3
ჩაჭრა დაუმატა. ჯეიმსმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "პორტლენდთან" 110:95 მოგებულ მატჩში, როცა 44 ქულა, 3 მოხსნა, 7 პასი და 5 ჩაჭრა მიითვალა.

ბატლერის კვირა
22 დეკემბერი. ჩიკაგო-ტორონტო 129:120. 27 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი, 5 დაფარება.
25 დეკემბერი. ჩიკაგო-ლეიკერსი 113:93. 21 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი, 2 დაფარება.
27 დეკემბერი. ჩიკაგო-ნიუ ორლეანი 107:100. 33 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა.

ჰარდენის კვირა
22 დეკემბერი. ჰიუსტონი-პორტლენდი 110:95. 44 ქულა, 7 პასი, 3 მოხსნა, 5 ჩაჭრა.
26 დეკემბერი. მემფისი-ჰიუსტონი 111:117 (ო). 32 ქულა, 8 მოხსნა, 10 პასი, 3 დაფარება.
28 დეკემბერი. სან ანტონიო-ჰიუსტონი 110:106. 28 ქულა, 5 პასი, 2 ჩაჭრა.

კვირის მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებდნენ: პოლ მილსეპი ("ატლანტა"), ჯარეტ ჯეკი ("ბრუკლინი"), ანდრე დრამონდი ("დეტროიტი"), ბლეიკ გრიფინი ("კლიპერსი"), ჯამალ კროუფორდი ("კლიპერსი"), ენტონი დევისი ("ნიუ ორლეანი"), ერიკ ბლედსოუ ("ფინიქსი"), დამიენ ლილარდი ("პორტლენდი"), უესლი მეტიუზი ("პორტლენდი") და კაილ ლაური ("ტორონტო").

ინდიანა-ჩიკაგო 90:92
17:22, 18:25, 30:34, 25:11
ი: კოუპლენდი (17), ჰილი (11), მაილზი (11), სკოლა (10+8 მოხსნა), უესტი (10+7 მოხსნა), ს. ჰილი (10).
ჩ: ბატლერი (27+9 მოხსნა+4 ჩაჭრა), გასოლი (20+6 მოხსნა), როუზი (17+6 პასი), დანლივი (8+10 მოხსნა).

ბრუკლინი-საკრამენტო 107:99
27:28, 30:16, 25:25, 25:30
ბ: პლამლი (22), ჯონსონი (16+6 პასი), ჯეკი (16), ტელეტოვიჩი (11+7 მოხსნა), ლოპესი (11+6 მოხსნა), გარნეტი (10+8 მოხსნა+4 ჩაჭრა).
ს: გეი (25+9 მოხსნა+5 პასი), კაზინსი (24+13 მოხსნა), კოლისონი (16+8 პასი), მაკლემორი (11).

მაიამი-ორლანდო 101:102
25:26, 28:24, 24:27, 24:25
მ: უეიდი (25+6 პასი), გრეინჯერი (21), ბოში (20+8 მოხსნა), დენგი (14).
ო: ვუჩევიჩი (26+9 მოხსნა), ოლადიპო (22+3 ჩაჭრა), ჰარისი (18), ფრაი (13).

ჰიუსტონი-ვაშინგტონი 103:104
27:24, 18:22, 22:32, 36:26
ჰ: ჰარდენი (33+6 მოხსნა), არიზა (15), ბრიუერი (15), ჰოვარდი (13), ბევერლი (10).
ვ: ბილი (33), პირსი (21+3 ჩაჭრა), უოლი (13+12 პასი+4 ჩაჭრა), ნენე (12+3 ჩაჭრა).

კლიპერსი-იუტა 101:97
25:18, 23:26, 29:33, 24:20
კ: გრიფინი (24+6 მოხსნა+7 პასი+3 დაფარება), პოლი (20+8 პასი+4 ჩაჭრა), რედიკი (17), კროუფორდი (17), ბარნსი (13+3 დაფარება), ჯორდანი (5+19 მოხსნა+4 დაფარება).
ი: გ. ჰეივორდი (22+7 პასი), კანტერი (16), ფეივორსი (15+9 მოხსნა), გობერი (11+13 მოხსნა), ბერკი (11+6 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული