NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ორი კვირა ლებრონის გარეშე

AutoSharing Option
"კლივლენდ კავალიერზს" მინიმუმ ორი კვირა თავისი ლიდერის, ლებრონ ჯეიმსის გარეშე მოუწევს თამაში. 30 წლის ფორვარდს მარცხენა მუხლი აწუხებს, რის გამოც თავის კარიერაში ყველაზე ხანგრძლივი პაუზა ექნება რეგულარულ ჩემპიონატში.

ლებრონმა ამ სეზონში უკვე გამოტოვა სამი შეხვედრა, ხოლო მისი ანტირეკორდია შვიდი გამოტოვებული მატჩი (2007-08 წლების სეზონში).

წლევანდელ სეზონში ჯეიმსი საშუალოდ მატჩში 25.2 ქულას, 5.3 მოხსნასა და 7.6 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

* * *
ამასობაში, გულშემატკივრები მთელი მსოფლიოდან აგრძელებენ "ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის" მოთამაშეების არჩევას.

დასავლეთ კონფერენციაში ყველაზე მეტი ხმა "გოლდენ სტეიტის" გამთამაშებელს, სტივენ
კარის აქვს - 755 ათასი. ასევე, სასტარტო ხუთეულში მოხვედრის კარგი შანსები აქვთ - კობი ბრაიანტს ("ლეიკერსი", 694 ათასი), ჯეიმს ჰარდენს ("ჰიუსტონი", 516 ათასი), ენტონი დევისსა ("ნიუ ორლეანი", 732 ათასი) და ბლეიკ გრიფინს ("კლიპერსი", 403 ათასი).

"ყველა ვარსკვლავის მატჩი" დღეს რომ ტარდებოდეს, აღმოსავლეთ კონფერენციის ნაკრები მოედანზე ასეთი შემადგენლობით გავიდოდა: ჯონ უოლი ("ვაშინგტონი"), დუეინ უეიდი ("მაიამი"), ლებრონ ჯეიმსი ("კლივლენდი"), კარმელო ენტონი ("ნიუ იორკი") და პაუ გასოლი ("ჩიკაგო").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული