"კავალიერზმა" ლებრონ ჯეიმსისა და მესამე მეოთხედში თამაშიდან გასული კაირი ირვინგის გარეშე ვერაფერი დაუპირისპირა ტექსასელთა ზუსტ მოქმედებებს. სტუმრები პირველ ტაიმში მეთოდურად ზრდიდნენ უპირატესობას და სხვაობა 20 ქულამდე აიყვანეს. მასპინძელთა დაცვა აშკარად მოიკოჭლებდა:
"დალასის" ერთბაშად ხუთმა მოთამაშემ დააგროვა მინიმუმ 10 ქულა, ხოლო მთლიანად გუნდმა 56 პროცენტის სიზუსტით ისროლა, მათ შორის, 46 პროცენტით სამქულიანები. "კლივლენდის" სიზუსტე კი 40
კლივლენდი-დალასი 90:109
25:28, 22:29, 24:32, 19:20
კ: ლავი (30+10 მოხსნა), მერიონი (13), დელავედოვა (10+7 პასი), ტომპსონი (8+11 მოხსნა).
დ: ელისი (20), ნოვიცკი (15), ჩენდლერი (14+8 მოხსნა), პარსონსი (14), ბარეა (14), რ. ჯეფერსონი (11).
* * *
პირველად ბოლო ერთი წლის განმავლობაში, "ტორონტომ" ზედიზედ სამი მატჩი წააგო. ამჯერად, "რეპტორზმა" ვერ გაუძლო "ფინიქსის" ფენომენალურ ტემპს. კანადელები ზედიზედ მეექვსე გასვლით შეხვედრას ატარებდნენ და დაღლილები ჩანდნენ. ამას დაემატა უზომო რაოდენობის შეცდომები. პირველ ნახევარში არიზონელებმა 23 ქულა დააგროვეს მეტოქის შეცდომების ხარჯზე. პირველი და მეორე მეოთხედების მიჯნაზე "ფინიქსმა" 27:7 გაქცევა მოაწყო და აღარ გასჭირვებია ბოლო 10 შეხვედრაში მერვე მოგება.
ფინიქსი-ტორონტო 125:109
27:19, 43:34, 28:23, 27:33
ფ: ბლედსოუ (20+8 პასი+3 ჩაჭრა), დრაგიჩი (18+6 მოხსნა), ტომასი (18+5 ჩაჭრა), გუდვინი (12), გრინი (11+6 მოხსნა), მარკუს მორისი (10).
ტ: ვალანჩუნასი (21+10 მოხსნა), ლაური (19+7 პასი), ჯონსონი (17+7 მოხსნა), უილიამსი (17), როსი (12+6 მოხსნა).
მაიამი-ბრუკლინი 88:84
30:21, 19:19, 15:19, 24:25
მ: ბოში (26), უეიდი (25+6 მოხსნა+7 პასი), უაიტსაიდი (11+10 მოხსნა+5 დაფარება).
ბ: ჯონსონი (19), ლოპესი (16+7 მოხსნა), ტელეტოვიჩი (14), უილიამსი (13+6 მოხსნა+8 პასი), პლამლი (12).
ლეიკერსი-ინდიანა 88:87
15:28, 26:20, 22:21, 25:18
ლ: იანგი (22), ბრაიანტი (20+6 პასი+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბუზერი (12), დევისი (11+6 მოხსნა), ლინი (10).
ი: მაილზი (19), სლოუნი (16+7 მოხსნა+9 პასი), ჰიბერტი- (12+11 მოხსნა), უესტი (11+8 მოხსნა), ს. ჰილი (10), სტაკი (10).
დეტროიტი-საკრამენტო 114:95
24:22, 31:24, 29:32, 30:17
დ: ჯენინგსი (35+7 პასი), დრამონდი (15+14 მოხსნა), მონრო (14+11 მოხსნა), მიქსი (13).
ს: კაზინსი (18+15 მოხსნა), კოლისონი (17+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), გეი (12), უილიამსი (12), მაკლემორი (11), მაკალუმი (10).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"