NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "დეტროიტის" ზღაპარი გრძელდება

AutoSharing Option
გრძელდება ზღაპარი, სახელწოდებით "დეტროიტი პისტონზი". ამ გუნდმა ზედიზედ მეექვსე გასვლითი მატჩი მოიგო და ბოლო 10 შეხვედრაში მეცხრედ გაიმარჯვა. ცოტა ხნის წინ აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ "ტორონტოს" კი კრიზისი აქვს - კანადელებმა ბოლო ექვს მატჩში მეხუთედ წააგეს.

თუმცა პირველ ნახევარი მთლიანად "რეპტორზისა" იყო, კერძოდ კი, იონას ვალანჩუნასის, რომელმაც სოლიდური ორმაგი დუბლი შეასრულა - 22 ქულა და 10 მოხსნა. მესამე მეოთხედიდან კი საქმეში ჩაერთო "დეტროიტის" მცველი ბრენდონ ჯენინგსი. მან მატჩის ამ მონაკვეთში 15 ქულა დააგროვა და სწორედ ის გახდა "პისტონზის" 15:6 გაქცევის ინიციატორი.

მეოთხე მეოთხედში კი თავისი სიტყვა თქვეს სტუმრების რეზერვისტებმა, ჟერებკოსა და მიქსის სახით.

ამ დუეტის ანგარიშზე 19 ქულა მოდის. სირენამდე ორი წუთით ადრე ჟერებკომ ორი შედეგიანი შეტევით გამოიჩინა თავი, რამაც სტუმრებს სამი ქულით დაწინაურების საშუალება მისცა. იქვე ჯონსონმა მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, აქ კი წინა პლანტზე მიქსი გამოვიდა.

მან ზუსტი სამქულიანი შეასრულა, თუმცა იმავეთი უპასუხა ლაურიმ. ამას მოჰყვა თითო უშედეგო შეტევა, კოლდუელ-პოუპზე შეგნებული ჯარიმა და ორი ზუსტი თავისუფალი ტყორცნა. ყველაფერი კი მაშინ დასრულდა, როცა ჯენინგსმა ლაურის ბურთი მოპარა... თუ ასე გაგრძელდა, "დეტროიტი" მალე პლეი ოფის ზონაში შევა.

ტორონტო-დეტროიტი 108:112
32:20, 28:28, 23:34, 25:30
ტ: ვალანჩუნასი (31+12 მოხსნა), ვასკესი (16), უილიამსი (15), ჯონსონი (12+10 მოხსნა+5 პასი), როსი (12), ჯონსონი (11), ლაური (10+7 მოხსნა+12 პასი).
დ: ჯენინგსი (34+10 პასი), მონრო (22+10 მოხსნა), მიქსი (13), დრამონდი (10+14 მოხსნა), ჟერებკო (10).

* * *
"ბრუკლინმა" ზედიზედ მეექვსე მატჩი წააგო, "ჰიუსტონმა" კი ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა. უკვე პირველ მეოთხედში, 61-პროცენტიანი რეალიზაციის მიუხედავად, მასპინძლებს 12 ქულით გაექცათ მეტოქე. ამის მიზეზი გახდა ტექსასელთა სამქულიანები - მთელი მატჩის განმავლობაში "როკეტსმა" 16 შორეული ტყორცნა მოათავსა კალათში, რაც გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა.

ბრუკლინი-ჰიუსტონი 99:113
28:37, 24:23, 18:26, 29:27
ბ: პლამლი (24+10 მოხსნა), ჯეკი (13+6 პასი), ბოიან ბოგდანოვიჩი (13), ჯონსონი (12+6 მოხსნა), ლოპესი (12+6 მოხსნა).
ჰ: ჰარდენი (30+6 პასი), მოტეიუნასი (18+11 მოხსნა), სმიტი (13+6 მოხსნა), არიზა (12), ბევერლი (11+7 მოხსნა+5 პასი).

* * *
"ორლანდომ" შეწყვიტა ექვსმატჩიანი წაგებათა სერია. "ჩიკაგომ" ვერაფერი დაუპირისპირა ნიკოლა ვუჩევიჩის ბრწყინვალე თამაშს, რომელმაც მასხრად აიგდო პაუ გასოლი და აგრეთვე, ვიქტორ ოლადიპოს აქტიურ მოქმედებას. ამ წყვილმა ერთად 41-დან 27 ტყორცნა გამოიყენა და 66 ქულა დააგროვა.

სტუმრები, რომლებმაც "ჩიკაგოსთან" ბოლო 15 მატჩიდან 12 წააგეს, თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდნენ, მაგრამ მეოთხე მეოთხედში, 15-ქულიანი უპირატესობისას, სამწუთნახევარში მხოლოდ საჯარიმოები გამოიყენეს და მეტოქეს ექვს ქულამდე მიახლოების საშუალება მისცეს, მაგრამ ოლადიპოს მორიგმა გააქტიურებამ "ჩიკაგოს" თამაშის გადარჩენის შანსი არ დაუტოვა. "ბულზმა" ბოლო ოთხ მატჩში მესამედ წააგო.

ჩიკაგო-ორლანდო 114:121
21:29, 34:34, 23:30, 36:28
ჩ: პ. გასოლი (28+14 მოხსნა), როუზი (18+7 პასი), ბატლერი (17), ბრუქსი (12), მიროტიჩი (11).
ო: ვუჩევიჩი (33+11 მოხსნა), ოლადიპო (33), ე. პეიტონი (10+7 პასი).

ბოსტონი-ნიუ ორლეანი 108:100
22:22, 27:27, 23:27, 36:24
ბ: სალინჯერი (27+10 მოხსნა), კრაუდერი (22+4 ჩაჭრა), ტორნტონი (13), ბასი (12), ტერნერი (10+7 მოხსნა+5 პასი), ბრედლი (10).
ნ-ო: დევისი (34+9 მოხსნა+3 დაფარება), გორდონი (21), ტ. ევანსი (19+8 მოხსნა), აშიქი (5+12 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული