მოქმედ კალათბურთელებს შორის ნოვიცკიზე წინ არიან: მაიკ მილერი (1556), ჯეისონ რიჩარდსონი (1577), კაილ კორვერი (1626), ჯო ჯონსონი (1655), სტივ ნეში (1685), კობი ბრაიანტი (1693), ჯამალ კროუფორდი (1773), რაშარდ ლუისი (1787), ვინს კარტერი (1849), პოლ პირსი (1991), ჯეისონ ტერი (2017) და რეი ალენი (2973).
* * *
"სან ანტონიოს" გამთამაშებელ ტონი პარკერისთვისა და
"სპურსის" ვეტერანებზე წინ მხოლოდ "იუტას" წყვილია - გამთამაშებელი ჯონ სტოქტონი და ფორვარდი კარლ მელოუნი 906 მოგებით.
* * *
"კლივლენდის" ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა "კლიპერსთან" მატჩში 32 ქულა დააგროვა და კარიერაში საერთო მონაგარი 24 002 ქულამდე აიყვანა. ასე რომ, ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ლიგის ისტორიაში, ვინც 24 000-იანი ზღვარი გადალახა. ჯეიმსმა ეს 30 წლისა და 17 დღის ასაკში მოახერხა. წინა რეკორდი "ლეიკერსის" მცველს, კობი ბრაიანტს ეკუთვნოდა, რომელმაც 24 ათასი ქულა 31 დღისა და 75 დღის ასაკში დააგროვა.
* * *
"კლივლენდისა" და "კლიპერსის" მატჩში კალიფორნიული კლუბის რიგებში ითამაშა ოსტინ რივერსმა, რითაც პირველი კალათბურთელი გახდა ისტორიაში, ვინც იმ გუნდში გამოდის, რომლის მთავარი მწვრთნელის მამა გახლავთ. შეგახსენებთ, რომ დოკ რივერსის ვაჟი "ბოსტონიდან" "კლიპერსში" გაცვლის შედეგად გადავიდა.
* * *
"კლიპერსის" გამთამაშებელმა კრის პოლმა "კლივლენდთან" მატჩში 14 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და პასების საერთო რაოდენობა კარიერაში 6501-მდე აიყვანა. ის მე-20 მოთამაშეა ისტორიაში, ვინც ამ ზღვრამდე მიაღწია.
მოქმედ კალათბურთელებს შორის პოლს მხოლოდ ანდრე მილერი (8270) და სტივ ნეში (10335) უსწრებენ, რეკორდსმენი კი ჯონ სტოქტონია 15 806 პასით.
* * *
"ოკლაჰომას" გამთამაშებელმა რასელ უესტბრუკმა "გოლდენ სტეიტთან" მატჩში სეზონში პირველი სამმაგი დუბლი შეასრულა - 17 ქულა, 17 პასი და 15 მოხსნა. მცველი გახდა პირველი კალათბურთელი 2011-12 წლების სეზონის შემდეგ, ვინც ერთ მატჩში მინიმუმ 15 ქულა, მოხსნა და შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ბოლოს ასეთი რამ რაჟონ რონდომ შეძლო, მანამდე კი მსგავსი სამმაგი დუბლები ჰქონდათ: ჯეისონ კიდს (ორჯერ), მეჯიქ ჯონსონსა (ორჯერ) და ლარი ბერდს.
* * *
"შარლოტისა" და "ინდიანას" მატჩში, რომელიც ოვერტაიმში დასრულდა, ორივე გუნდმა ერთად 151 ქულა დააგროვა. ეს NBA-ს ისტორიაში ყველაზე დაბალშედეგიანი მატჩია, რომელიც დამატებით დროში დასრულდა.
გარდა ამისა, 71 ქულა, რომელიც "პეისერსმა" დააგროვა, უარესი შედეგია ისტორიაში ერთი გუნდისთვის ოვერტაიმიან მატჩში. "ინდიანას" კალათბურთელებმა თამაშიდან ტყორცნების 35.7 პროცენტი გამოიყენეს, მათ შორის, 9.5 პროცენტი სამქულიანები.
17 იანვარი
ვაშინგტონი-ბრუკლინი 80:102
ინდიანა-დეტროიტი 96:98
ორლანდო-მემფისი 96:106
ფილადელფია-ნიუ ორლეანი 96:81
ტორონტო-ატლანტა 89:110
ბოსტონი-ჩიკაგო 103:119
ოკლაჰომა-გოლდენ სტეიტი 127:115
დალასი-დენვერი 97:89
სან ანტონიო-პორტლენდი 110:96
იუტა-ლეიკერსი 94:85
ფინიქსი-მინესოტა 110:99
საკრამენტო-მაიამი 83:95
კლიპერსი-კლივლენდი 121:126
18 იანვარი
შარლოტი-ინდიანა 80:71 (ო)
დეტროიტი-ფილადელფია 107:89
ჩიკაგო-ატლანტა 99:107
ჰიუსტონი-გოლდენ სტეიტი 106:131
მემფისი-პორტლენდი 102:98
ბრუკლინი-ვაშინგტონი 90:99
დენვერი-მინესოტა 105:113
საკრამენტო-კლიპერსი 108:117
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"