NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები - ჯეიმსი და ტომპსონი

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "კლივლენდ კავალიერზის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი.

მან თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩი მოაგებინა. ჯეიმსმა საშუალოდ 27.8 ქულა, 6.3 მოხსნა, 6.8 შედეგიანი პასი და 2.25 ჩაჭრა დააგროვა. მან განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "ოკლაჰომასთან" მატჩში, რომელშიც 35 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. ლებრონი ოთხივე მატჩში მინიმუმ 25 ქულამდე ადიოდა.

დასავლეთ კონფერენციის ლაურეატი გახდა "გოლდენ სტეიტის" მცველი კლეი ტომპსონი. ის თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩის მოგებაში დაეხმარა. გასულ კვირას მცველმა 38 ცდიდან 21
სამქულიანი ჩააგდო და 2.25 ჩაჭრა შეასრულა. ტომპსონმა ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა "საკრამენტოს" წინააღმდეგ, როცა მესამე მეოთხედში 37 ქულა დააგროვა, სულ მატჩში კი 52 ქულა ჩააგდო.

ჯეიმსის კვირა
19 იანვარი. კლივლენდი-ჩიკაგო 108:94. 26 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი.
21 იანვარი. კლივლენდი-იუტა 106:92. 26 ქულა, 7 მოხსნა, 9 პასი, 2 ჩაჭრა.
23 იანვარი. კლივლენდი-შარლოტი 129:90. 25 ქულა, 6 მოხსნა, 9 პასი, 4 ჩაჭრა.
25 იანვარი. კლივლენდი-ოკლაჰომა 108:98. 34 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი, 2 დაფარება.

ტომპსონის კვირა
19 იანვარი. გოლდენ სტეიტი-დენვერი 122:79. 22 ქულა, 3 პასი, 3 მოხსნა.
21 იანვარი. გოლდენ სტეიტი-ჰიუსტონი 126:113. 27 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი, 4 ჩაჭრა.
23 იანვარი. გოლდენ სტეიტი-საკრამენტო 126:101. 52 ქულა, 2 მოხსნა, 5 პასი.
25 იანვარი. გოლდენ სტეიტი-ბოსტონი 114:111. 31 ქულა.

კვირის მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებდნენ: პოლ მილსეპი ("ატლანტა"), მონტა ელისი ("დალასი"), დეანდრე ჯორდანი ("კლიპერსი"), ენტონი დევისი ("ნიუ ორლეანი"), კარმელო ენტონი ("ნიუ იორკი"), ერიკ ბლედსოუ ("ფინიქსი"), აიზია ტომასი ("ფინიქსი"), კავაი ლეონარდი ("ნიუ იორკი") და კაილ ლაური ("ტორონტო").

* * *
გუშინ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში შვიდი მატჩი უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ნიუ იორკის ორივე გუნდმა - "ბრუკლინმა" და "ნიუ იორკმა" ვერ შეძლო შინ, შესაბამისად, "პორტლენდისა" და "საკრამენტოს" მიღება. მიზეზი ძლიერი თოვლი იყო.

უკვე დაინიშნა ამ გადადებული მატჩების თარიღები: "ნიქსი" და "კინგზი" 3 მარტს შეხვდებიან ერთმანეთს, "ნეტსი" და "ბლეიზერსი" - 6 აპრილს.

ნიუ ორლეანი-ფილადელფია 99:74
30:19, 22:24, 33:19, 14:12
ნ-ო: დევისი (32+10 მოხსნა), ანდერონი (19).
ფ: მაკდანიელსი (16).

მემფისი-ორლანდო 103:94
34:29, 33:19, 22:25, 14:21
მ: ზ. რენდოლფი (24+10 მოხსნა), მ. გასოლი (16+10 მოხსნა), უდრიხი (15).
ო: ვუჩევიჩი (18+12 მოხსნა), ოლადიპო (18), დედმონი (10+10 მოხსნა).

ოკლაჰომა-მინესოტა 92:84
25:19, 23:21, 17:16, 27:28
ო: უესტბრუკი (19), იბაკა (13+19 მოხსნა).
მ: უიგინსი (23), იანგი (22).

იუტა-ბოსტონი 90:99
17:17, 14:38, 35:16, 24:28
ი: ჰეივორდი (26), კანტერი (20), ბერკი (18).
ბ: პრინსი (19).

კლიპერსი-დენვერი 102:98
20:31, 30:16, 19:30, 33:2
კ: კროუფორდი (23), ბარნსი (18), პოლ (15), გრიფინი (14+9 მოხსნა+10 პასი).
დ: ლოუსონი (19+11 პასი), ჩენდლერი (18+10 მოხსნა), აფლალო (18).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული