- "პორტლენდი" დაინტერესებულია "ნაგეტსის" ფორვარდის, უილსონ ჩენდლერის გაფორმებით. "ბლეიზერსი" ტრანსფერის განხორციელებას დედლაინამდე აპირებს.
- "შარლოტის" ბოსები კვლავაც ცდილობენ, თავიდან მოიშორონ მცველი ლენს სტივენსონი. "ჰორნეტსი" ღიაა ნებისმიერი წინადადებისთვის და მზად არის, გაცვალოს 24 წლის მოთამაშე. შეგახსენებთ, რომ თავად სტივენსონმა არაერთხელ გამოთქვა "ბრუკლინში" გადასვლის სურვილი.
- "ბოსტონმა" გადაწყვიტა, შეწყვიტოს თანამშრომლობა ფორვარდ ტაიშონ პრინსთან. კლუბი გამოისყიდის 34 წლის კალათბურთელის კონტრაქტს იმ შემთხვევაში, თუ დედლაინამდე ვერ შეძლებს მის გაცვლას.
- "მილუოკის" ხელმძღვანელობამ დაიწყო მოლაპარაკებები ცენტრ ლარი სანდერსთან კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტის შესახებ. როგორც იცით, ადრე კალათბურთელი ათი მატჩით იყო დისკვალიფიცირებული მარიხუანას გამოყენებისთვის და მას შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა.
- სახელგანთქმულმა რეპერმა სნუპ დოგმა, რომელიც "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" თავგადაკლული ფანია, "ოკლაჰომა-სიტის" ერთ-ერთ ლიდერს, რასელ უესტბრუკს ლოს ანჯელესში დაბრუნებისკენ და კალიფორნიულ გრანდში გამოსვლისკენ მოუწოდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"