"კლივლენდის" მწვრთნელი ლებრონი ყოფილა

AutoSharing Option
ESPN-ის ჟურნალისტმა ბრაიან ვინდჰორსტმა განაცხადა, რომ მთავარი მწვრთნელის დევიდ ბლატის როლი "კლივლენდ კავალიერზში" მინიმუმამდეა დაყვანილი. მოედანზე ყველაფერს ლებრონ ჯეიმსი წყვეტს.

"ის შეტევა, რომელსაც ბლატი სეზონის წინ ამზადებდა, უკვე დავიწყებულია, - განაცხადა ვინდჰორსტმა. - ბოლო სამი თვის განმავლობაში ჩვეულებრივ ასე ხდება: ლებრონი იღებს ბურთს და ამბობს - როგორი კომბინაცია უნდა გაითამაშონ "კავალიერზის" კალათბურთელებმა. დევიდ ბლატი უყურებს რა ბრძანება გასცა ლებრონმა და იგივეს უმეორებს გუნდს. და ასე ხდება მუდმივად".

ამასობაში, ლებრონ ჯეიმსმა მიიღო პიტერ ბურგის სახელობის პრემია ლიდერობისთვის, რომელიც ახალგაზრდა თაობისთვის არის
მისაბაძი.

ეს პრიზი ყოველწლიურად გაიცემა და ის დაწესებულია ჯეიმსის მშობლიური ქალაქის აკრონის საქალაქო საბჭოს მიერ. პრემია გადაეცემათ ბიზნესმენებსა და საზოგადოებრივ ლიდერებს, რომლებიც თავიანთ მაგალითზე აჩვენებენ - როგორ უნდა გაუმჯობესდეს რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა.

30 წლის ლებრონ ჯეიმსმა მშობლიურ ქალაქში წამოიწყო რამდენიმე ახალგაზრდული პროგრამა. გარდა ამისა, მისი ფონდი ასპონსორებდა საგანმანათლებლო სისტემას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული