NBA. "ოკლაჰომა" უმწვრთნელოდაა

AutoSharing Option
გუშინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ "ოკლაჰომა-სიტის" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა სკოტ ბრუქსი. მიზეზი 2014-15 წლების რეგულარულში არადამაკმაყოფილებელი შედეგები გახდა. "თანდერმა" მეცხრე ადგილი დაიკავა დასავლეთ კონფერენციაში და 2009 წლის შემდეგ პირველად ვერ მოხვდა პლეი ოფში.

სკოტ ბრუქსი 2008 წლის 22 ნოემბრიდან ჩაუდგა სათავეში "ოკლაჰომას". 49 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით, "თანდერი" 2011-12 წლების სეზონში ფინალში გავიდა და იქ "მაიამისთან" წააგო. კიდევ ორჯერ "ოკლაჰომა" დასავლეთ კონფერენციის ფინალში დამარცხდა.

2010 წელს ბრუქსი წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. ის ორჯერ ედგა სათავეში დასავლეთის გუნდს "ყველა ვარსკვლავის
მატჩში". ბრუქსის საერთო სტატისტიკა "ოკლაჰომაში" ასეთია: 554 მოგება - 338 წაგება რეგულარულში და 39 მოგება - 34 წაგება პლეი ოფში.

ბრუქსის შემცვლელი შეიძლება გახდეს "ოკლაჰომას" ყოფილი მოთამაშე კევინ ოლი, რომელმაც კარიერის ბოლოს მოასწრო გუნდის ლიდერებთან - კევინ დურანტთან და რასელ უესტბრუკთან ერთად თამაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული