თავდაპირველად, ESPN-ის მიმომხილველმა მარკ შტაინმა დაწერა, რომ "კინგზმა" 29 წლის კალათბურთელთან კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია, მაგრამ, ბოლო მომენტში, "ნეტსმა" შეძლო აპენინელის გადაბირება. "ბრუკლინმა" და ბარნიანიმ ორწლიან ხელშეკრულებასა და მინიმალურ ხელფასზე მოილაპარაკეს, არადა, "საკრამენტო" დრაფტის ყოფილ პირველ ნომერს უფრო სარფიან პირობებს სთავაზობდა.
ბარნიანიმ სხვადასხვა ტრავმის გამო, ბოლო სამი სეზონის განმავლობაში 160 მატჩი გამოტოვა. გასულ სეზონში ის "ნიუ იორკში" თამაშობ
- "ჰიუსტონმა" კონტრაქტი გააფორმა თავისუფალ აგენტ მარკუს ტორნტონთან. როგორც "ტვიტერში" მიმომხილველი მარკ ბერმანი წერს, 28 წლის მცველთან ხელშეკრულება ერთწლიანია.
2014-15 წლების სეზონში ტორნტონმა 49 მატჩი ჩაატარა "ბოსტონისა" და "ფინიქსის" რიგებში. საშუალოდ მატჩში მისი სტატისტიკა 8.2 ქულა და 1.9 მოხსნა იყო.
- ESPN-ის ინფორმაციით, "ოკლაჰომა-სიტიმ" გაიმეორა "პორტლენდის" წინადადება, რომელიც შეზღუდული უფლებების თავისუფალი აგენტისთვის ენეს კანტერისთვის იყო განკუთვნილი.
ორი დღის წინ, "ბლეიზერსმა" კანტერს 70 მილიონი დოლარის ღირებულების ოთხწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. გუშინ, "თანდერმა" გაიმეორა ეს წინადადება და შესაბამისად, თურქი ცენტრი ამ გუნდის რიგებში რჩება.
კანტერის გაფორმების შემდეგ, "ოკლაჰომა" სახელფასო ბიუჯეტის ზღვარს 13 მილიონით გადაცდა და "ფუფუნების გადასახადის" გადახდა მოუწევს.
თურქი კალათბურთელი გასული სეზონის მსვლელობისას გადავიდა "იუტადან" "ოკლაჰომაში" და ამ გუნდის რიგებში საშუალო ორმაგი დუბლი შეასრულა - 18.7 ქულა და 11.0 მოხსნა.
- "ორლანდომ" მსუბუქი ფორვარდი მორის ჰარკლესი "პორტლენდში" გაუშვა, სანაცვლოდ კი მომავალი წლის დრაფტზე მეორე რაუნდში არჩევის უფლება მიიღო, - იტყობინება Yahoo Sports. "ბლეიზერსი" ცდილობს ნიკოლა ბატუმის წასვლის შემდეგ გააძლიეროს მესამე ნომრის პოზიცია. შეგახსენებთ, რომ ჰარკლესამდე ამ გუნდში მივიდა ალ-ფარუკ ამინუ.
22 წლის ჰარკლესმა გასულ სეზონში "მეჯიქის" რიგებში 45 მატჩი ჩაატარა. მისი საშუალო სტატისტიკა 3.5 ქულას და 2.4 მოხსნას შეადგენდა. მომავალ წელს ფორვარდის ხელფასი 2.9 მილიონი დოლარი იქნება.
- ბერძენი მცველი ნიკ კალატესი სამწლიან კონტრაქტზე მოელაპარაკა "პანათინაიკოსს", რომლის რიგებში 2009-12 წლებში თამაშობდა. სამი წლის განმავლობაში 26 წლის კალათბურთელი 7 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. უფრო ადრე, კალატესმა უარყო "მემფისის" ერთწლიანი ხელშეკრულება, რომელიც მინიმალური ხელფასის გადახდას ითვალისწინებდა.
გასულ სეზონში კალატესმა "მემფისში" 68 მატჩი ჩაატარა და თავის გუნდს 4.2 ქულითა და 2.4 შედეგიანი პასით დაეხმარა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"