NBA. რეგულარული ჩემპიონატი: საინტერესო "მეფეები"

AutoSharing Option
რასელ უესტბრუკმა ვერ შეძლო მარტომ კიდევ ერთი მატჩის მოგება. "ოკლაჰომას" გამთამაშებელი დიდი ხანი ცდილობდა თავის თავზე აეღო თამაში "ბოსტონის" წინააღმდეგ, მაგრამ "კელტებმა" აჩვენეს - როგორ უნდა ითამაშო "თანდერის" წინააღმდეგ დაცვაში.

ბრწყინვალე გუნდურმა მოქმედებამ ის გამოიწვია, რომ უესტბრუკმა 20-დან მხოლოდ ხუთი ტყორცნა მოათავსა კალათში, თან ბოლო მეოთხედში, "ბოსტონმა" თითქმის არ ააცილა მეტოქის ფარს. სათადარიგო გეგმა კი "ოკლაჰომას" არ აღმოაჩნდა.

გამოჩნდა, რომ უესტბრუკისა და იბაკას გარდა, "თანდერის" რიგებში ქულების დაგროვება არავის შეუძლია.

"ბოსტონს" კი, როგორც იქნა, საკუთარი ლიდერი გამოუჩნდა. მარკუს სმარტმა 26
ქულით პირადი რეკორდი გააუმჯობესა.

* * *
"ლეიკერსმა" მეორე მატჩი მოიგო რეგულარულ სეზონში. კალიფორნიელებს გაუმართლათ, რადგან მათთან სათამაშოდ ჩავიდა ექვსმატჩიანი გასვლითი სერიით გადაღლილი "დეტროიტი". გარდა ამისა, მაქსიმუმი გაიღო კობი ბრაიანტმა, რომელმაც, როგორც იქნა, ძველ დონესთან მიახლოებული თამაში უჩვენა.

საბოლოოდ, ვეტერანი ძალიან ახლოს იყო სამმაგ დუბლთან. მაგრამ, მხოლოდ კობიმ იცის, რა ძალისხმევად და თავგანწირვად დაუჯდა ეს სტატისტიკა. მატჩის შემდეგ მან აღიარა, რომ "ფინიქსთან" თამაშს ვერ შეძლებს. მართლაც, პენსიის დრო მოახლოვდა.

* * *
რამდენიმე დღის წინ, "საკრამენტოს" დამრიგებელს ჯორჯ კარლს ძალიან სერიოზული საუბარი ჰქონდა გუნდთან. ამის შემდეგ, "კინგზმა" ზედიზედ სამი მატჩი მოიგო. საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა დემარკუს კაზინსმა.

ფორვარდმა უბრალოდ გაანადგურა "ტორონტოს" "მაღლები" და 36 ქულა დააგროვა. კარგი იყო რუდი გეიც, ხოლო ამ დუეტს პასებით ამარაგებდა რაჟონ რონდო. მართლაც საინტერესო ხდება მუდმივად დეპრესიულ "საკრამენტოზე" დაკვირვება.

ციფრები
- ზედიზედ მეათე ორმაგი დუბლი შეასრულა "დეტროიტის" ცენტრმა ანდრე დრამონდმა. ბოლოს, ასეთი მძლავრი დასაწყისი 2012 წელს ზაკ რენდოლფს ჰქონდა. მისი სერია 11 მატჩზე შეწყდა.

- 14 შედეგიანი პასი შეასრულა რაჟონ რონდომ "ტორონტოსთან" შეხვედრაში. გამთამაშებლისთვის ეს არის ზედიზედ მეხუთე მატჩი, როცა ის ათზე მეტ გადაცემას ასრულებს.

- 50 006 წუთი დაუგროვდა კარიერაში კევინ გარნეტს. "მინესოტას" ლეგენდა ამ მაჩვენებლით მეოთხეა ისტორიაში.

- 173 240 დოლარი გამოიმუშავა "ჩიკაგომ" მაიკლ ჯორდანის იმ მაისურის გაყიდვით, რომლითაც ლეგენდამ ბოლო მატჩი ჩაატარა რეგულარულ ჩემპიონატში. ეს არის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი იმ ნივთებიდან, რომელიც ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელს ეკუთვნოდა.

ნიუ იორკი-ნიუ ორლეანი 95:87
23:27, 19:17, 26:21, 27:22
ნ-ი: ენტონი (29+13 მოხსნა), ჰელოუეი (15), სერაფინი (12), პორზინგისი (10).
ნ-ო: დევისი (36+11 მოხსნა+4 დაფარება), ანდერსონი (16+5 მოხსნა), გორდონი (11).

მინესოტა-მემფისი 106:114
23:22, 26:33, 30:26, 27:33
მინ: ლავინი (25), უიგინსი (21), თაუნსი (14+9 მოხსნა).
მემ: გრინი (21), კონლი (20+7 პასი), მ. გასოლი (16+7 მოხსნა), ჩელმერსი (16), რენდოლფი (14+8 მოხსნა), გრინი (12+7 მოხსნა).

შარლოტი-პორტლენდი 106:94
35:27, 36:18, 18:21, 17:28
შ: ბატუმი (33+6 პასი), ჯეფერსონი (29), უოკერი (14), ლემბი (13).
პ: ლილარდი (23+8 მოხსნა), კრები (17), მაკალუმი (16), პლამლი (8+13 მოხსნა).

ატლანტა-იუტა 96:97
24:27, 28:20, 22:27, 22:23
ა: მილსეპი (28), ბეიზმორი (16), ჰორფორდი (16), შრიოდერი (11+9 პასი), კორვერი (11).
ი: ფეივორსი (23+9 მოხსნა), ჰუდი (20), ბერკსი (18), გობერი (11+11 მოხსნა), ბერკი (10).

ოკლაჰომა-ბოსტონი 85:100
24:24, 28:21, 22:27, 11:28
ო: უესტბრუკი (27), იბაკა (16+10 მოხსნა).
ბ: სმარტი (26+8 მოხსნა), ტომასი (20+8 პასი), ბრედლი (14), კრაუდერი (10), სალინჯერი (8+15 მოხსნა).

საკრამენტო-ტორონტო 107:101
22:23, 31:28, 26:31, 28:19
ს: კაზინსი (36+10 მოხსნა), გეი (27), კასპი (14), რონდო (7+7 მოხსნა+14 პასი).
ტ: დეროზანი (24+5 ჩაჭრა), ლოური (22+7 პასი), კეროლი(17), ჯოზეფი (17).

ლეიკერსი-დეტროიტი 97:85
21:18, 27:26, 18:22, 31:19
ლ: კლარკსონი (17), ბრაიანტი (17+8 მოხსნა+9 პასი), ჰიბერტი (12+7 მოხსნა), იანგი (13).
დ: დრამონდი (17+17 მოხსნა), დინუიდი (17), კოლდუელ-პოუპი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული