NBA რეგულარული ჩემპიონატი: ვალანჩუნასი - ექვსი კვირა თამაშგარეთ

AutoSharing Option
"ტორონტო რეპტორზის" ცენტრი იონას ვალანჩუნასი ექვსი კვირა ვერ შეძლებს თამაშს.

ლიტველმა რამდენიმე დღის წინ, "ლეიკერსთან" მატჩში ხელი მოიტეხა. იონასმა უარი თქვა ოპერაციაზე და აღდგენის კონსერვატული მეთოდები ამჯობინა.

ვალანჩუნასის ამგვარი გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, კალათბურთელს უფრო სწრაფად მისცემს მოედანზე დაბრუნების საშუალებას.

"ლეიკერსთან" მატჩში ბალტიისპირელს დაზიანება კობი ბრაიანტმა მიაყენა. წლევანდელ სეზონში, 23 წლის ვალანჩუნასი საშუალოდ მატჩში 12.7 ქულასა და 9.3 მოხსნას აგროვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული