NBA. რეგულარული ჩემპიონატი: შაკი და სხვები დიდების დარბაზში

AutoSharing Option
შაკილ ო'ნილი, ალენ აივერსონი, იაო მინი, ტომ იზო და შერილ სვუპსი მთავარი კანდიდატები არიან 2016 წელს დიდების დარბაზში მოსახვედრად.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ო'ნილი, აივერსონი და მინი მიიღებენ ასეთ შესაძლებლობას მოთამაშის კარიერის დასრულებასა და დიდების დარბაზში შეყვანას შორის დროის პერიოდის ხუთი წლიდან ოთხ წლამდე შემცირების წყალობით. სამივემ კარიერა 2010-11 წლების სეზონში დაასრულა.

იზო 1995 წელს მიჩიგანის შტატის გუნდს წვრთნიდა, ერთხელ მოიგო NCCA-ის ჩემპიონატი და შვიდჯერ გავიდა "ოთხთა ფინალში". რაც შეეხება სვუპს, ის ოთხჯერ იყო ქალთა NBA-ის ჩემპიონი და კარიერა 2011 წელს
დაასრულა.

ირვინგი მოგებით დაბრუნდა
გასული სათამაშო დღის მთავარი მოვლენა იყო ექვსთვიანი პაუზის შემდეგ "კლივლენდის" გამთამაშებლის კაირი ირვინგის დაბრუნება. დევიდ ბლატმა ის თავიდანვე დააყენა სასტარტო ხუთეულში და 17 წუთი მისცა, რომლის დროსაც 12 ქულა, 4 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. ირვინგის უფრო დიდხანს მოედანზე ყოფნის აუცილებლობა არ ყოფილა, რადგან "კლივლენდი" ლიგის მთავარ აუთსაიდერს "ფილადელფიას" ხვდებოდა. "სიქსერზმა" მოულოდნელად მოიგო პირველი მეოთხედი, მაგრამ მეორეში 21 ქულით განადგურდა. მატჩის მსვლელობისას, "კავალიერზის" უპირატესობა 35 ქულას აღწევდა.

"ფილადელფიასთვის" ეს იყო 28-ე წაგება სეზონის 29-ე სასტარტო მატჩში. ის გახდა NBA-ის ისტორიაში პირველი გუნდი, რომელმაც მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო რეგულარული ჩემპიონატის პირველ 29 შეხვედრაში. წინა ანტირეკორდი ეკუთვნოდა "კლივლენდს", რომელმაც 1970-71 წლების სეზონში მეორე მატჩის მოგება 29-ე შეხვედრაში შეძლო.

* * *
"მაიამი" საკუთარ მოედანზე "პორტლენდს" იღებდა. 22:22-მდე გუნდები თანაბრად იბრძოდნენ, როცა სტუმრებმა 13:1 გაქცევა მოაწყვეს. მასპინძლებმა სწრაფად დაიწყეს სხვაობის შემცირება და მეორე მეოთხედის შუა ნაწილისთვის ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ "პორტლენდმა" დაიბრუნა უპირატესობა. მესამე მეოთედში "მაიამიმ" შეძლო წინ გასვლა, თუმცა "ბლეიზერსმა" ზედიზედ ექვსი ზუსტი შეტევა განახორციელა. ჯერ კიდევ მეოთხე მეოთხედის დაწყებამდე "მაიამიმ" კიდევ ერთხელ გაათანაბრა ანგარიში, რის შემდეგაც ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა. ყველაფერი გადაწყვიტა ჯერალდ გრინის ზედიზედ ორმა სამქულიანმა. ამან მასპინძლებს გარკვეული უპირატესობა მოუტანა, რომელიც ბოლომდე შეინარჩუნეს - 116:109.

* * *
ყველაზე შედეგიანი მატჩი "დენვერმა" და "ნიუ ორლეანმა" ჩაატარეს. "პელიკანებს" სერიოზული პრობლემა შეექმნათ, რადგან ცუდად გრძნობდა თავს გუნდის ლიდერი ენტონი დევისი. მას ჯერ მატჩის წინ დაუდგეს ორი წვეთოვანი და მოედანზე გავიდა, შემდეგ იგივე პროცედურა პირველი მეოთხედის შემდეგ ჩაუტარეს. შედეგად, ენტონიმ მოედანზე დაბრუნება მეოთხე მეოთხედში შეძლო. საბოლოოდ, დევისმა 27 ქულა, 6 მოხსნა და 4 დაფარება დააგროვა, "ნიუ ორლეანმა" კი 130:125 მოიგო.

თამაშის ბედი მაშინ გადაწყდა, როცა 116:116-ზე ელვინ ჯენტრის შეგირდებმა ზედიზედ ხუთი ქულა დააგროვეს და ეს უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს.

მატჩის ერთ-ერთი გმირი გახდა დენვერელი მსუბუქი ფორვარდი უილ ბარტონი. მან 32 ქულა, 10 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი მიითვალა და ეს თამაშში სათადარიგოთა სკამიდან შესვლის შემდეგ გააკეთა. ბოლო ხუთი მოთამაშე, რომელმაც სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო შეხვედრა და მინიმუმ 30 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, იყვნენ ჩარლზ ბარკლი (1986-87), კლაიდ დრექსლერი (1987-88), კევინ მაკჰეილი (1987-88), დეტლეფ შრეპმფი (1992-93) და მანუ ჯინობილი (2006-07).

კლივლენდი-ფილადელფია 108:86
21:25, 34:13, 33:22, 20:26
კ: ჯეიმსი (23), დელავედოვა (20), ირვინგი (12), ლავი (10).
ფ: ნოელი (15+12 მოხსნა), მაკონელი (10), სემპსონი (10+7 მოხსნა).

ფინიქსი-მილუოკი 95:101
26:27, 27:18, 18:25, 24:31
ფ: ბლედსოუ (18), უორენი (18),ტაკერი (12+7 მოხსნა).
მ: მიდლტონი (26+7 პასი), კარტერ-უილიამსი (20+9 მოხსნა+6 პასი), მონრო (13), მაიო (12).

ტორონტო-საკრამენტო 94:104
18:37, 30:18, 22:23, 24:26
ტ: დეროზანი (28+7 მოხსნა), პატერსონი (18+8 მოხსნა), ჯ. ჯონსონი (14), ლოური (13), როსი (13), ბიიომბო (2+13 მოხსნა).
ს: რონდო (19+13 პასი), გეი (19+9 მოხსნა), კასპი (15+11 მოხსნა), კაზინსი (15+9 მოხსნა+4 დაფარება), მაკლემორი (12), კოლისონი (11).

ორლანდო-ატლანტა 100:103
29:25, 13:27, 36:25, 22:26
ო: ვუჩევიჩი (20+11 მოხსნა), ფურნიე (17), პეიტონი (14+6 პასი+5 ჩაჭრა), ფრაი (13), ნიკოლსონი (12), სმიტი (10),
ა: კორვერი (19), სკოტი (15), ტიგი (14), ჰორფორდი (14), ბეიზმორი (13), მილსეპი (13+13 მოხსნა).

დენვერი-ნ. ორლეანი 125:130
31:36, 43:31, 22:32, 29:31
დ: ბარტონი (32+10 მოხსნა+6 პასი), ფარიდი (21+13 მოხსნა), გალინარი (18), ფოიე (17), ნელსონი (15+6 პასი), იოკიჩი (13).
ნ-ო: დევისი (27+4 დაფარება), ევანსი (21+8 მოხსნა+10 პასი), ჰოლიდეი (21),გრიფინი (20).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული