37 წლის კალათბურთელს დებიუტი ეროვნულ გუნდში 1997 წელს ჰქონდა. სულ ნოვიცკიმ გერმანიის ნაკრებში 153 მატჩი ჩაატარა და ჯამში 3045 ქულა დააგროვა. ბოლო მატჩი მან 2015 წლის ევრობასკეტზე ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და 76:77 წააგო.
ნოვიცკიმ მეორე ადგილი დაიკავა 2005 წლის ევრობასკეტზე და მესამე ადგილი - მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატზე. დირკი 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გერმანიის ოლიმპიური ნაკრების მედროშე იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"