ოსკარი 2016 პირიქით

AutoSharing Option
"ყველა ვარსკვლავის მატჩის" სასტარტო ხუთეულების შემდეგ, ლიგამ დასავლეთი და აღმოსავლეთი კონფერენციების სათადარიგო მოთამაშეები გამოაცხადა.

საბოლოო შემადგენლობების დაკომპლექტების შემდეგ, პირველ რიგში თვალში გვხვდება ის, რომ 1997 წლის შემდეგ პირველად, დასავლეთის რიგებში ვერ ვიხილავთ "დალასისა" და "სან ანტონიოს" ფორვარდებს - დირკ ნოვიცკისა და ტიმ დანკანს. ამ ვეტერანებს, ჯამში "ოლ სტარზე" 28-ჯერ აქვთ ნათამაშები.

ასევე თვალში საცემია ის, რომ პირველად "ყველა ვარსკვლავის მატჩის" ისტორიაში, მოედანზე არ იქნება არც ერთი თეთრკანიანი მოთამაშე. სხვათა შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი სკანდალი ატყდა იმის გამო, რომ "ოსკარის"
ნომინანტებს შორის არ აღმოჩნდა არც ერთი შავკანიანი.

ამის გამო, კინოაკადემიამ განაცხადა ჟიურის სტრუქტურაში და შემადგენლობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე. "ოლ სტარტზე" კი ყველაფერი პირიქითაა.

"ყველა ვარსკვლავის მატჩი" 14 თებერვალს, ტორონტოში გაიმართება. კანადელი გულშემატკივრები კმაყოფილები არიან. მესამედ "ტორონტო რეპტორზის" ისტორიაში, ამ გუნდს აღმოსავლეთის გუნდში ორი კალათბურთელი ეყოლება.

გარდა ამისა, ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო 34 წლის განმავლობაში, როცა მოედანზე იქნება მასპინძელი ქალაქის გუნდის ორი მცველი - დემარ დეროზანი და კაილი ლაური.

ოლ სტარის შემადგენლობები
აღმოსავლეთი
ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი)
პოლ ჯორჯი (ინდიანა)
დუეინ უეიდი (მაიამი)
კაილი ლაური (ტორონტო)
კარმელო ენტონი (ნიუ იორკი)
კრის ბოში (მაიამი)
ჯიმი ბატლერი (ჩიკაგო)
დემარ დეროზანი (ტორონტო)
ანდრე დრამონდი (დეტროიტი)
პოლ მილსეპი (ატლანტა)
აიზია ტომასი (ბოსტონი)
ჯონ უოლი (ვაშინგტონი)

მთავარი მწვრთნელი: ტაირონ ლიუ

დასავლეთი
კობი ბრაიანტი (ლეიკერსი)
კევინ დურანტი (ოკლაჰომა)
კავაი ლეონარდი (სან ანტონიო)
რასელ უესტბრუკი (ოკლაჰომა)
სტივენ კარი (გოლდენ სტეიტი)
კლეი ტომპსონი (გოლდენ სტეიტი)
დრეიმონდ გრინი (გოლდენ სტეიტი)
ლამარკუს ოლდრიჯი (სან ანტონიო)
დემარკუს კაზინსი (საკრამენტო)
ენტონი დევისი (ნიუ ორლეანი)
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი)
კრის პოლი (კლიპერსი)

მთავარი მწვრთნელი: გრეგ პოპოვიჩი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ტომპსიონის მამა შავკანიანია დედა თეთრი, ამერიკაში მასეთებს ფერადკანიანებად თვლიან, გრიფინსაც მამა შავკანიანი ყავს :)
effe-ს
11:44 01-02-2016
0
ტომპსონმა ზაგარი მიიღო თუ არ ჩავთვალოთ რო თეთრია...
effe
11:05 01-02-2016
0

სიახლეები პოპულარული