მაიკლ ჯორდანმა კობი ბრაიანტს ჩააცვა

AutoSharing Option
პროფესიული კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით, "ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა ლეგენდარული მაიკლ ჯორდანისგან საჩუქარი მიიღო:

ეს არის სპორტული ფეხსაცმელების ხაზის - Air Jordan-ის ყველა მოდელი, რაც კი ამ ბრენდის 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში გამოსულა. ჯამში საჩუქარი 60 წყვილ სპორტულ ფეხსაცმელს მოიცავს. აქედან ნახევარი თეთრი ფერისაა, ნახევარი - შავი, რომელსაც კობი საქველმოქმედო აუქციონზე გაყიდის.

"როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ჯორდანის ბრენდზე, მხედველობაში არ გვაქვს მხოლოდ კალათბურთი. ლაპარაკია იმ მემკვიდრეობაზე, რომელიც მან დატოვა. და დღეს, ჩვენი ბრენდი აჯილდოვებს ერთ-ერთ უდიადეს კალათბურთელს იმ მემკვიდრეობისთვის, რომელსაც ის გვიტოვებს", -
განაცხადა Jordan-ის ბრენდის თავმჯდომარემ ლარი მილერმა.

1985 წლიდან მოყოლებული, გამოშვებულია Air Jordan-ის 30 მოდელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული