კაირი ირვინგმა შეძლო 28 ქულის დაგროვება, მაგრამ პარტნიორებისგან სათანადო მხარდაჭერას ვერ ეღირსა. უკვე სამი მეოთხედის შემდეგ, "ვაშინგტონი" 26 ქულით იგებდა და ბოლო მეოთხედი ფორმალობად იქცა. "კლივლენდმა" მხოლოდ ის მოახერხა, რომ ოდნავ შეამცირა სხვაობა.
"ატლანტამ" შინ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია "შარლოტთან". ეს მოგება 33-ე იყო "ჰოქსისთვის" მიმდინარე სეზონში. სტუმრებმა ჩააგდეს საწყისი მეოთხედი - 9:25 წააგეს და ვეღარ შეძლეს სხვაობის შემცირება. ბრწყინვალედ თამაშობდა "ატლანტას" დაცვა, რომელმაც მეტოქეს
მიუხედავად იმისა, რომ ტერენს როსმა 27 ქულა დააგროვა და სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა, "ტორონტომ" მაინც წააგო "დეტროიტთან" გასვლითი მატჩი. პირველ ტაიმში თანაბარი ბრძოლა მიდიოდა და ფრე დაფიქსირდა - 52:52. მაგრამ, მესამე მეოთხედში "დეტროიტმა" შთამბეჭდავი გაქცევა შეასრულა და ბოლოსწინა 12-წუთეული 17 ქულის სხვაობით მოიგო, რის შემდეგაც, იოლად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე.
"პორტლენდმა" გასვლაზე მოუგო "ინდიანას". "ბლეიზერსისთვის" ეს იყო მერვე მოგება ბოლო 10 შეხვედრაში. უკვე მატჩის დებიუტში, სტუმრებმა დემიენ ლილარდის მონდომებით უპირატესობა მოიპოვეს და მოიგეს პირველი მეოთხედი 39:27. ამის შემდეგ თანაბარი თამაში მიდიოდა და მომდევნო სამ მეოთხედს მასპინძლები ერთი ქულის სხვაობით იგებდნენ, რაც თამაშის გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა. ლილარდმა 33 ქულით დაასრულა შეხვედრა. ის გახდა კლუბის ისტორიაში მეორე მოთამაშე, ვინც ზედიზედ ხუთ მატჩში მინიმუმ 30 ქულა აიღო.
როგორც მოსალოდნელი იყო, "ორლანდომ" შინ აუთსაიდერი "ფილადელფია" დაამარცხა. "მეჯიქმა" ფანტასტიკური პირველი ტაიმი ითამაშა და მეტოქეს 77 ქულა ჩაუგდო, რითაც თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო.
დაბოლოს, "მაიამიმ" სტუმრად ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა "ნიუ იორკი" - 17 ქულით გაიმარჯვა. მთელი შეხვედრის განმავლობაში, "ჰიტი" აკონტროლებდა თამაშს, ხოლო გადამწყვეტ უპირატესობას მეოთხე მეოთხედში მიაღწია, რომელიც 13 ქულის სხვაობით მოიგო.
ვაშინგტონი-კლივლენდი 113:99
35:28, 28:26, 33:16, 17:29
ვ: უოლი (21+7 მოხსნა+13 პასი), პორტერი (21), გორტატი (13+9 მოხსნა).
კ: ირვინგი (28+6 პასი), ლავი (12), ჯეფერსონი (10).
ატლანტა-შარლოტი 87:76
25:9, 21:23, 22:25, 19:19
ა: ბეიზმორი (14), მილსეპი (13), ჰორფორდი (13+16 მოხსნა+6 პასი), ჰარდუეი (11), ტიგი (10+9 პასი).
შ: მარვ. უილიამსი (16+9 მოხსნა), ლინი (15).
დეტროიტი-ტორონტო 114:101
23:25, 29:27, 37:20, 25:29
დ: ჯექსონი (19+8 პასი), კოლდუელ-პოუპი (16), დრამონდი (15+18 მოხსნა), ჰარისი (14+7 მოხსნა), მორისი (14), ბლეიკი (10).
ტ: როსი (27), დეროზანი (20+7 პასი), რაიტი (13+6 პასი), ვალანჩუნასი (11), ჯოზეფი (10).
ინდიანა-პორტლენდი 102:111
27:39, 27:26, 23:22, 25:24
ი: ელისი (18), ჯორდან ჰილი (15), ჯორჯ ჰილი (14), ჯორჯი (11).
პ: ლილარდი (33), მაკალუმი (19), ჰენდერსონი (19), ლეონარდი (17), ამინუ (10+8 მოხსნა).
ორლანდო-ფილადელფია 130:116
40:26, 37:25, 25:36, 28:29
ო: ოლადიპო (28), ვუჩევიჩი (28), გორდონი (22+7 მოხსნა), ჰეზონია (13), სმიტი (12), პეიტონი (11+10 პასი), ილიასოვა (10).
ფ: ოკაფორი (26), კენანი (18), სმიტი (17+7 პასი), კოვინგტონი (14), გრინი (13+8 მოხსნა+5 დაფარება), სმიტი (12), ნოელი (10).
დალასი-მინესოტა 128:101
39:24, 26:30, 34:20, 29:27
დ: პარსონსი (29), მეტიუზი (15), ლი (13+9 მოხსნა), ბარეა (12+7 პასი), უილიამსი (10+9 პასი), ნოვიცკი (10), ანდერსონი (10).
მ: მუჰამადი (24), უიგინსი (15), რუბიო (14), თაუნსი (12+11 მოხსნა), ლავინი (10+9 მოხსნა).
ნიუ იორკი-მაიამი 81:98
19:23, 20:21, 26:25, 16:29
ნ-ი: ენტონი (25+7 მოხსნა), ლოპესი (14+14 მოხსნა), ტომასი (12).
მ: უეიდი (26+7 მოხსნა+6 პასი), უაიტსაიდი (16+11 მოხსნა), დენგი (15+7 მოხსნა), დრაგიჩი (13+6 პასი), ჯონსონი (12), უინსლოუ (0+13 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"