რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი წვლილი მორიგ ტრიუმფში სტივენ კარიმ შეიტანა - მის ანგარიშზე 34 ქულა მოდის. აღვნიშნავთ, რომ გამთამაშებელმა 13-დან რვა სამქულიანი მოათავსა კალათში. ახლა, მას კარიერაში 1521 ზუსტი შორეული ტყორცნა აქვს და ამ მაჩვენებლით, ყველა დროის სიაში მე-14 ადგილზე გადავიდა (გაუსწრო მაიკ ბიბის).
ახლა, კარის უახლოესი სამიზნეა ნიკ ვან ექსელი 1528 სამქულიანით,
კარის ამ სეზონში 330 ზუსტი სამქულიანი დაუგროვდა. იმის გასაცნობიერებლად, თუ რა დონის მიღწევაა ეს, გეტყვით, რომ ლეგენდარულ მეჯიქ ჯონსონს მთლიანად კარიერაში ჰქონდა უფრო ცოტა ზუსტი შორეული ტყორცნა.
მარიხუანა მოდაშია
"ჩიკაგო ბულზის" ყოფილი მოთამაშე, 2002 წლის დრაფტის მეორე ნომერი ჯეი უილიამსი დარწმუნებულია, რომ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეთა უმრავლესობისთვის აუცილებელი ატრიბუტი გახდა მსუბუქი ნარკოტიკი, თუმცა, უპირატესად, სამედიცინო მიზნებისთვის."ექიმები უპრობლემოდ უწერენ კალათბურთელებს ისეთ ოპიოდურ გამაყუჩებლებს, როგორიცაა ოქსიკონტინი. ვიცი, რასაც ვლაპარაკობ, რადგან მას ხუთი წლის განმავლობაში ვიყენებდი. მაგრამ, როცა ამბობენ, რომ დოპინგ-ტესტმა დადებითი რეაქცია აჩვენა მარიხუანაზე, ყველა ნარკომანობაზე იწყებს ყვირილს.
ვფიქრობ, NBA-ის მოთამაშეების 75-80 პროცენტი იყენებს მარიხუანას", - ამბობს უილიამსი Fox Sports-თან კომენტარში.
ბოსტონი-ოკლაჰომა 109:130
30:35, 25:31, 26:42, 28:22
ბ: ტომასი (29), ზელერი (16), ბრედლი (14), სალინჯერი (12), ჯონსონი (11+12 მოხსნა).
ო: დურანტი (28+7 მოხსნა+9 პასი), უესტბრუკი (24), კანტერი (17+12 მოხსნა), იბაკა (14), ფოიე (13).
შარლოტი-ორლანდო 107:99
26:30, 35:13, 31:28, 15:28
შ: მარვ. უილიამსი (26+9 მოხსნა), ბატუმი (26+7 მოხსნა+9 პასი), უოკერი (16+8 მოხსნა), ზელერი (13+13 მოხსნა).
ო: ოლადიპო (25), ჯენინგსი (16+8 მოხსნა), ნიკოლსონი (13+7 მოხსნა), ჰეზონია (11).
კლივლენდი-დალასი 99:98
31:28, 26:23, 27:17, 15:30
კ: ირვინგი (33), ლავი (23+18 მოხსნა), ფრაი (14), სმიტი (13).
დ: ნოვიცკი (20), ლი (20), ბარეა (17), პარსონსი (6+10 პასი).
ვაშინგტონი-ჩიკაგო 117:96
32:25, 31:27, 29:22, 25:22
ვ: უოლი (29+10 მოხსნა+12 პასი), ბილი (20+7 მოხსნა), ტემპლი (15), პორტერი (14), ნენე (12), მორისი (11).
ჩ: მაკდერმოტი (20), ბატლერი (17), როუზი (16), ჰოლიდეი (13).
დეტროიტი-ატლანტა 114:118
32:30, 30:31, 26:26, 26:31
დ: კოლდუელ-პოუპი (24), ჰარისი (19+11 მოხსნა), დრამონდი (18+18 მოხსნა), ჯექსონი (17+10 პასი), მორისი (14).
ა: ტიგი (22+9 პასი), ჰორფორდი (21+11 მოხსნა), შრიოდერი (18+7 პასი), ბეიზმორი (15+10 მოხსნა), მილსეპი (13+10 მოხსნა).
მემფისი-მინესოტა 108:114
25:42, 30:22, 23:26, 30:24
მემ: სტივენსონი (24+11 მოხსნა+7 პასი), გრინი (18+10 მოხსნა), ბარნსი (14+10 მოხსნა), მარტინი (12+8 მოხსნა), უებერი (12), ჰეზონია (12), ალენი (10).
მინ: ლავინი (28), თაუნსი (18+10 მოხსნა), უიგინსი (16), რუბიო (15+11 პასი), დიენგი (15+7 პასი), ჯონსი (10).
ჰიუსტონი-კლიპერსი 106:122
26:35, 24:37, 25:25, 31:25
ჰ: ჰარდენი (33+8 პასი), არიზა (16), ბიზლი (16+8 მოხსნა), ტერი (11).
კ: რედიკი (25), ჯორდანი (23+16 მოხსნა), პოლი (15+16 პასი), კროუფორდი (14+7 პასი), რივერსი (12), ჯონსონი (12), მბა ა მუტე (12).
საკრამენტო-ნიუ ორლეანი 108:123
31:33, 22:41, 30:24, 25:25
ს: კოლისონი (23), კაზინსი (20+12 მოხსნა), ანდერსონი (17), გეი (12), კასპი (12), კარი (11).
ნ-ო: ანდერსონი (29), დევისი (27+14 მოხსნა), ჰოლიდეი (17), ფრეიზერი (14+9 პასი), დაგლასი (11).
გ. სტეიტი-ნიუ იორკი 121:85
31:19, 31:27, 35:18, 24:21
გ-ს: კარი (34), ტომპსონი (19+7 მოხსნა), სპეიტსი (13), ბოგუტი (10+7 მოხსნა), გრინი (6+11 მოხსნა+10 პასი).
ნ-ი: ენტონი (18+6 პასი), აფლალო (15), ჰელოუეი (14), სერაფინი (12).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"