მეორე ტაიმის დებიუტში 11-დან 10 სროლის გამოყენების შემდეგ, დაფიქსირდა "სპურსის" 33:14 გაქცევა, რითაც მატჩმა ყოველგვარი აზრი დაკარგა. ამით დამყარდა NBA-ის ახალი რეკორდი. აქამდე, ლიგის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, როცა პლეი ოფის პირველი რაუნდის ოთხ საწყის შეხვედრაში მინიმუმ 25-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა.
მესამე მეოთხედის შემდეგ, გრეგ პოპოვიჩმა დასვენების საშუალება მისცა ძირითადი ხუთეულის წევრებს. მატჩის ხასიათზე კარგად მეტყველებს ერთი ფაქტი: "სპურსის" არც ერთ
ტონი პარკერმა მხოლოდ 21 წუთი ითამაშა და ექვსი შედეგიანი პასის შესრულება მოასწრო, რითაც პლეი ოფში ყველა დროის საუკეთესო ასისტენტთა სიაში ორი საფეხურით მაღლა აიწია - გაუსწრო ლარი ბერდსა და სტივ ნეშს და ჩამორჩება მხოლოდ მეჯიქ ჯონსონს, ჯონ სტოქტონს, ჯეისონ კიდსა და ლებრონ ჯეიმსს.
სან ანტონიო-მემფისი 106:74
22:13, 26:24, 33:14, 25:23
ს-ა: ლეონარდი (20+4 ჩაჭრა+3 დაფარება), ოლდრიჯი (17+2 დაფარება), პარკერი (15+6 პასი), მილზი (15), მარტინი (10), დანკანი (7+11 მოხსნა+2 დაფარება), მარიანოვიჩი (6), დიაო (4+5 პასი), უესტი (4+5 მოხსნა), გრინი (3+3 ჩაჭრა), სიმონსი (3), ჯინობილი (2+7 მოხსნა+3 პასი).
მ: კარტერი (16), სტივენსონი (14), ალენი (7), გრინი (7), რენდოლფი (6+5 მოხსნა+3 პასი), ფარმარი (6+3 პასი), მარტინი (5), ჰეირსტონი (5), მენფორდი (4+4 პასი+3 ჩაჭრა), ანდერსენი (2+9 მოხსნა), ბარნსი (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (51.9/39.2), სამქულიანები (43.5/44.4), საჯარიმოები (92.3/66.7).
სერია: 1-0
* * *
ინტრიგა არ ყოფილა დღის ბოლო მატჩშიც. "პორტლენდი" თითქოს თანაბრად ებრძოდა პირველ ტაიმში "კლიპერსს", მაგრამ დიდი შესვენების წინ, 2:11 გაქცევა გამოეპარა და ამის შემდეგ, სტუმრების თამაში საბოლოოდ მოიშალა.
კალიფორნიელთა რიგებში, თავდაპირველად, ბლეიკ გრიფინი გამოირჩეოდა, რომელმაც პირველ მეოთხედში 10 ქულა დააგროვა, ამის შემდეგ კი "კლიპერსის" ლიდერობა თავის თავზე აიღო კრის პოლმა. გარდა იმისა, რომ მასპინძლების გამთამაშებელმა შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი შეასრულა (28 ქულა და 11 პასი), მას სარგებლიანობის კოეფიციენტი "+29" ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ 33 წუთის განმავლობაში, როცა პოლი მოედანზე იყო, მისმა გუნდმა მეტოქეზე 29 ქულით მეტი დააგროვა.
კლიპერსი-პორტლენდი 115:95
26:21, 24:21, 31:24, 34:29
კ: პოლი (28+11 პასი+6 მოხსნა), გრიფინი (19+12 მოხსნა+6 პასი), ჯორდანი (18+12 მოხსნა+4 დაფარება), რედიკი (17), კროუფორდი (13), რივერსი (11), გრინი (3), ჯონსონი (3), პირსი (2), ოლდრიჩი (1+5 მოხსნა), მბა ა მუტე (0+5 მოხსნა).
პ: ლილარდი (21+8 პასი), ჰენდერსონი (16+3 პასი), ამინუ (10+12 მოხსნა+3 პასი), მაკალუმი (9+3 პასი), ჰარკლესი (9+2 დაფარება), დევისი (6+8 მოხსნა), კამანი (6), კრაბე (6), კონოტონი (5), პლამლი (4+5 მოხსნა), მონტერო (3).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (53.8/39.8), სამქულიანები (35.3/33.3), საჯარიმოები (64.1/73.1).
სერია: 1-0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"