მეოთხე მატჩში იყო რთული ფსიქოლოგიური მომენტი, როცა მასპინძლები 18 ქულით იგებდნენ, მაგრამ მეტოქის 1:17 გაქცევა გამოეპარათ. თუმცა "შარლოტზე" არც ამას უმოქმედია.
ძირითადი დროის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე, როცა სხვაობა მინიმალური გახდა, თამაშის სადავეები ხელში აიღო კემბა უოკერმა, რომელმაც ზედიზედ 11 ქულა მიითვალა, ბოლოს კი კორტნი ლიმ იყოჩაღა - სირენამდე წამებით ადრე
შარლოტი-მაიამი 89:85
19:26, 29:13, 21:22, 20:24
შ: უოკერი (34+3 ჩაჭრა+2 დაფარება), ლინი (21+3 პასი), ლი (11), ჯეფერსონი (9+5 მოხსნა+3 პასი), ზელერი (8), კამინსკი (4), ჰოიესი (2+8 მოხსნა), უილიამსი (0+7 მოხსნა).
მ: ჯონსონი (16+7 მოხსნა), დენგი (15+7 მოხსნა), უეიდი (12+10 პასი+7 მოხსნა+2 დაფარება), დრაგიჩი (12+3 პასი), უაიტსაიდი (8+7 მოხსნა+3 დაფარება), უინსლოუ (8), გრინი (5), სტაუდმაიერი (5), რიჩარდსონი (3), ჰასლემი (1+5 მოხსნა).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (40/39.5), სამქულიანები (23.5/37.9), საჯარიმოები (83.3/66.7).
სერია: 2-2
* * *
"კლიპერსის" პერსპექტივები "პორტლენდთან" სერიაში მეტად ბუნდოვანი გახდა. საქმე იმაში არ არის, რომ კალიფორნიელებმა ორივე გასვლითი მატჩი წააგეს და მეტოქეს ანგარიში გაათანაბრებინეს, არამედ იმაში, რომ გუშინდელი შეხვედრის მსვლელობისას, დოკ რივერსმა ორი ვარსკვლავი დაკარგა, მათ შორის, ერთი სეზონის ბოლომდე. კრის პოლმა ხელი მოიტეხა და ვეღარ ითამაშებს, ბლეიკ გრიფინმა ბარძაყის მორიგი ტრავმა მიიღო და მინიმუმ, მომდევნო მატჩის გამოტოვება მოუწევს.
"კლიპერსში" პოლის მნიშვნელობაზე ერთი სტასტისტიკური ფაქტი კარგად მეტყველებს: როცა ის მოედანზე იყო, გუნდმა მეტოქეები ჯამური 553 ქულით დაამარცხა, მის გარეშე კი - 202 ქულით წააგო.
კარი ორი კვირა არ იქნება
გაირკვა სტეფ კარის ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალები. მარჯვენა მუხლის მყესების დაჭიმულობის გამო, "გოლდენ სტეიტის" ლიდერს, მინიმუმ ორი კვირის გამოტოვება მოუწევს. "ჩვენი აზრით, ეს კარგი ამბავია, რადგან ტრავმა უფრო სერიოზული გვეგონა", - განაცხადა "გოლდენ სტეიტის" გენერალურმა მენეჯერმა ბობ მაიერსმა. მანვე დაამატა, რომ ოპერაციის აუცილებლობა არ არსებობს.კარიმ ახალი ტრავმა "ჰიუსტონთან" სერიის მეოთხე მატჩში მიიღო. მცველი აუცილებლად გამოტოვებს "როკეტსთან" სერიის დარჩენილ შეხვედრებს (მოქმედი ჩემპიონი 3:1-ს იგებს) და, სავარაუდოდ, მეორე რაუნდის მინიმუმ ოთხ მატჩს.
კარისა და "გოლდენ სტეიტის" ინტერესებშია, მაქსიმალურად გაიწელოს "კლიპერსისა" და "პორტლენდის" სერია, რადგან სწორედ ამ წყვილში უნდა გაირკვეს "უორიორზის" მეტოქე კონფერენციის ნახევარფინალში.
პორტლენდი-კლიპერსი 98:84
24:20, 23:23, 19:21, 32:20
პ: ამინუ (30+10 მოხსნა+3 დაფარება+3 პასი), მაკალუმი (19), ლილარდი (12+6 პასი+6 მოხსნა), ჰარკლესი (12+7 მოხსნა), კრაბე (12), დევისი (4+12 მოხსნა+4 პასი), ჰენდერსონი (4), მონტერო (3), პლამლი (2+14 მოხსნა+10 პასი+3 დაფარება).
კ: გრინი (17+5 მოხსნა), გრიფინი (17+7 მოხსნა), პოლი (16+4 პასი+3 ჩაჭრა), კროუფორდი (12+5 მოხსნა+4 ჩაჭრა), რედიკი (8), ჯორდანი (7+15 მოხსნა+4 დაფარება), რივერსი (4+3 პასი), ეირსი (3).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (40.9/35.7), სამქულიანები (41.9/28), საჯარიმოები (86.7/60.7).
სერია: 2-2
წლის მწვრთნელი კერია
ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია აგრძელებს 2015-16 წლების რეგულარული სეზონის შეჯამებას. ამჯერად, გამოვლინდა საუკეთესო მწვრთნელი და ის გახდა "გოლდენ სტეიტის" დამრიგებელი სტივ კერი.საინტერესოა, რომ ეს სპეციალისტი ზურგზე გადატანილი ორი ოპერაციის გამო, სეზონის პირველ 43 მატჩში ვერ ასრულებდა თავის მოვალეობებს, მაგრამ დაბრუნდა და თავისი გუნდი უნიკალურ რეკორდამდე - რეგულარულ ჩემპიონატში 73 გამარჯვებამდე მიიყვანა. კერის არყოფნაში, "უორიორზს" ლუკ უოლტონი წვრთნიდა.
კერი კარიერაში პირველად გახდა სეზონის საუკეთესო მოთამაშე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"