NBA. პლეი ოფი: "გოლდენ სტეიტი" დასავლეთის ნახევარფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის დროით 28 აპრილს, NBA-ს დასავლეთ კონფერენციის პლეი ოფის 1/4-ფინალურ მატჩში "გოლდენ სტეიტ უორიორზმა" საკუთარ მოედანზე "ჰიუსტონ როკეტსს" ანგარიშით 114:81 სძლია, სერია 4:1 მოიგო და 1/2-ფინალში გავიდა.

მასპინძლებმა, რომლებსაც სტეფენ კარი ვერ ეხმარებოდა, შეხვედრის პირველ მეოთხედშივე მოიპოვეს 17-ქულიანი უპირატესობა, შემდგომ კი მხოლოდ მის გაზრდაზე ზრუნავდნენ. საბოლოოდ ანგარიშში სხვაობამ 33 ქულას მიაღწია.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სტუმარი ჯეიმს ჰარდენი გახდა 35 ქულით. "უორიორზის" რიგებში 27 ქულით კი კლეი ტომპსონი გამოირჩა.

მოქმედი ჩემპიონების მომდევნო მეტოქე "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსისა" და "ლოს ანჯელეს კლიპერსის"
დაპირისპირებაში გამოვლინდება. აქ სერიაში ანგარიშია 3:2, "პორტლენდის" სასარგებლოდ, რომელმაც მეხუთე შეხვედრაში მეტოქეს სტუმრად 108:98 მოუგო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფეოლასი არ იყოს ეგეთი თამაში შეიძლება? მოგების თეორიული შანსი ხო უნდა დაუტოვოთ ვინმეს.
ma di
23:35 28-04-2016
0

სიახლეები პოპულარული