ლოური-დეროზანის 67 ქულა და გამარჯვება "კლივლენდთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 მაისს NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური დაპირისპირების მეოთხე მატჩი გაიმართა.

"ტორონტომ" "კლივლენდს" უმასპინძლა და ანგარიშით 105:99 დაამარცხა. ტორონტოელების ამ გამარჯვების შემდეგ სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 2:2.

მატჩში ყველაზე მეტი, 35 ქულა მასპინძელი გუნდის გამთამაშებელმა კაილ ლოურიმ ჩააგდო, რასაც 5-5 მოხსნა და პასი მიამატა. თანაგუნდელზე 3 ქულით ნაკლები ჩააგდო დემარ დეროზანმა და ასევე, აქტივში 3-3 მოხსნა და პასი ჩაიწერა.

აღსანიშნავია ტორონტოელი ბისმაკ ბიომბოს მაჩვენებელი, რომელმაც 5 ქულას შეხვედრაში ყველაზე მეტი, 14 მოხსნა მიამატა.

"კლივლენდიდან" ლებრონ ჯეიმსი გამოირჩა, რომელმაც 29 ქულა, 9
მოხსნა და 6 პასი მიითვალა, ხოლო კაირი ირვინგმა 26 ქულა, 6 პასი და 3 მოხსნა მოაგროვა.

პლეი ოფის მორიგი, მე-5 შეხვედრა კლივლენდში 26 მაისს, გამთენიისას გაიმართება.

ტორონტო-კლივლენდი 105:99
(27:24, 30:17, 21:28, 27:30)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული