+38! - "კლივლენდმა" "ტორონტო" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 მაისს NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური დაპირისპირების მეხუთე მატჩი გაიმართა.

"კლივლენდმა" საკუთარ მოედანზე "ტორონტოს" უმასპინძლა და ანგარიშით 116:78 გაანადგურა. ამ მატჩის შემდეგ "კლივლენდი" სერიაში დაწინაურდა - 3:2.

"კლივლენდის" ერთბაშად სამი კალათბურთელი გადასცდა 20-ქულიან ზღვარს. კევინ ლავმა ყველაზე მეტი, 25 ქულა ჩააგდო, რასაც 2-2 მოხსნა და პასი მიამატა. აღსანიშნავია ლავის სიზუსტე, რომელმაც 6-დან 5 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 6-დან 6-ვე ჯარიმა ჩააგდო.

ლავის შემდეგ ყველაზე მეტი, 23 ქულა კაირი ირვინგმა დააგროვა, რომელმაც საკუთარ მონაგარს 3-3 მოხსნა და პასი დაუმატა. თანაგუნდელის
მსგავსად, 23 ქულა მიითვალა ლებრონ ჯეიმსმა, რომელმაც ასევე 8 პასი და 6 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.

"ტორონტოდან" დემარ დეროზანმა 14 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, ხოლო კაილ ლოურიმ 13 ქულა, 6 პასი და 3 პასი მოაგროვა, ხოლო ბურთი 5-ჯერ დაკარგა.

პლეი ოფის მე-6 შეხვედრა ტორონტოში 28 მაისს გაიმართება.

კლივლენდი-ტორონტო 116:78
(37:19, 28:15, 35:26, 16:18)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული