11:15 14-06-2016
"გოლდენ სტეიტმა" "კლივლენდთან" წაგებით შინ გაჩემპიონების შანსი ხელიდან გაუშვა [VIDEO]
AutoSharing Option
ოკლენდში, "Oracle Arena"-ზე "გოლდენ სტეიტ უორიორზმა" "კლივლენდ კავალიერზი" მიიღო და ანგარიშით 97:112 (32:29, 29:32, 23:32, 13:19) დამარცხდა, რითაც გაჩემპიონების შანსი დაკარგა - სერიაში ანგარიში 3:2 გახდა.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულთა შორის 82 ქულა ლებრონ ჯეიმსმა და კაირი ირვინგმა (41-41) მოიპოვეს. ჯეიმსი ასევე 16 მოხსნით, 7 პასით, 3 ჩაჭრითა და 3 დაფარებით გამოირჩა. მასპინძელთა რიგებში, რომლებსაც დისკვალიფიცირებული დრეიმონდ გრინი აკლდათ, ყველაზე აქტიური კლეი ტომპსონი იყო (37 ქულა).
ფინალური სერიის მეექვსე დაპირისპირება კლივლენდში, თბილისის დროით 17 ივნისს, გამთენიისას გაიმართება. "გოლდენ სტეიტს" ზედიზედ მეორე ჩემპიონობამდე ერთი გამარჯვება აკლია.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
7 თამაში აიწია მაინც.
0
0
გრინის არყოფნაში გაილაღა კლივლენდმა
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული