მათ გარდა, ეს პატივი წილად ხვდათ: ჯერი რეინსდორფს, რომელიც "ჩიკაგო ბულზის" მფლობელი იყო მაშინ, როცა ეს გუნდი ექვსჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი; შერილ სვუპს - სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონსა და ქალთა NBA-ის ოთხგზის გამარჯვებულს, აგრეთვე ტომ იზოს - მიჩიგანის უნივერსიტეტის მთავარ მწვრთნელს.
სიკვდილის შემდეგ დიდების დარბაზში შეიყვანეს მწვრთნელი ზელმო ბიტი, კალათბურთელი კამბერლენდ პოუზი, პირველი აფროამერიკელი პროფესიული მწვრთნელი ჯონ
ო'ნილმა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 19 სეზონი გაატარა და თამაშობდა "ორლანდოს", "ლეიკერსის", "მაიამის", "ფინიქსის", "კლივლენდისა" და "ბოსტონის" შემადგენლობაში. 15-ჯერ მონაწილეობდა "ყველა ვარსკვლავის მატჩში", მიღებული აქვს სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზი, იყო სეზონის MVP და სამჯერ დასახელდა ფინალური სერიების საუკეთესო კალათბურთელად. NBA-ის ოთხგზის ჩემპიონი შაკი მეშვიდე ადგილზეა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში.
აივერსონი 14 სეზონი თამაშობდა NBA-ში. მას სამ გუნდში მოუწია გამოსვლა - "ფილადელფიაში", "დენვერში", "დეტროიტსა" და "მემფისში". 1997 წელს, სეზონის საუკეთესო ახალბედა გახდა, 2001 წელს კი MVP-ის ტიტული მოიპოვა. 11-ჯერ ითამაშა "ყველა ვარსკვლავის მატჩში".
იაო მინი "ჰიუსტონმა" 2002 წლის დრაფტზე პირველ ნომრად აირჩია. ჩინელმა ტექსასურ კლუბში ცხრა სეზონი გაატარა, რომლის დროსაც რვაჯერ იყო "ყველა ვარსკვლავის მატჩის" მონაწილე და ხუთჯერ შეიყვანეს სეზონის სიმბოლურ ნაკრებში.
* * *
საზეიმო ცერემონიის დროს, ერთ ამაღელვებელ მომენტს ჰქონდა ადგილი - შაკილ ო'ნილი პირველად შეხვდა თავის ბიოლოგიურ მამას ჯოზეფ ტონის, რომელმაც საკუთარი ვაჟი და ცოლი ბავშვის დაბადებისთანავე მიატოვა.
"სრულიადაც არ ვარ გაბრაზებული შენზე. არც სიძულვილის გრძნობა მამოძრავებს და შენი განსჯის არანაირი უფლება არ მაქვს, რადგან თავად მყავს შვილები და ვიცი, რამდენად რთული და საპასუხისმგებლოა მათი აღზრდა", - მოჰყავს შაკის სიტყვები The Undefeated-ს.
ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ნიუარკში დაბადების შემდეგ, მომავალ ვარსკვლავს დედა და მამინაცვალი ფილიპ ჰარისონი ზრდიდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
1.ფილადელფია
2. დენვერი
3. დეტროიტი
4. მემფისი
კი, ნამდვილას ს ა მ გუნდში თამაშობდა :))))