სხვათა შორის, ამ სეზონში მის გარდა ვერც ერთი კალათბურთელი ვერ ასცდა 30 ქულას ისე, რომ ყველა სამქულიანი გამოეყენებინა.
გრინის ტრიპლი
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა "პელიკანსი". ზაზას მაჯის ტრავმის გამო არ უთამაშია. ამ შეხვედრაში 30 ქულა ჩააგდო სტეფ კარიმ, მაგრამ მასზე არანაკლებ გუნდს დრეიმონდ გრინი დაეხმარა, რომელმაც სეზონის პირველი სამმაგი დუბლი გაიფორმა -
ეს მისთვის კარიერის მე-15 "ტრიპლ-დაბლია".
ნამდვილი მგლები
ბევრისთვის მოულოდნელად "მინესოტა ტიმბერვულვზმა" "ჩიკაგო ბულზი" შინ დაამარცხა - 99:94. არადა, პირველ ნახევარში ჩიკაგოელებს საქმე თითქოს მოთავებული ჰქონდათ - 51:30-ს იგებდნენ.
21 ქულა გახლდათ ყველაზე დიდი სხვაობა, რაც მიმდინარე სეზონში, რომელიმე გუნდს აღმოუფხვრია. შეგახსენებთ, რომ "მგლებს" "ჩიკაგოს" ყოფილი მწვრთნელი ტომ ტიბოდო ხელმძღვანელობს.
მასპინძლებს ნუგეშად ისღა დარჩათ, რომ მათმა უკანახაზელმა ბატლერმა დაცვაში მშვენიერი შედეგი უჩვენა - მათ, ვისაც იგი მეურვეობდა 12 ტყორცნა შეასრულეს და მხოლოდ 2 ჩააგდეს.
პორტლენდი-ოკლაჰომა 114:95
32:31, 36:21, 24:19, 22:24
პ: პლამლი (18 + 7 მოხსნა), ლილარდი (17 + 9 პასი), მაკოლუმი (15), ჰარკლესი (15 + 5 ჩაჭრა), ტერნერი (14), კრები (11)
ო: ვესტბრუკი (20 + 6 პასი), ადამსი (14), გრანტი (11), საბონისი (5 + 9 მოხსნა), კანტერი (6 + 7 მოხსნა)
კლივლენდი-მემფისი 103:86
32:20, 26:23, 15:15, 30:28
კ: ლავი (29 + 13 მოხსნა), სმიტი (23), ჯეიმსი (23 + 8 პასი), ტომპსონი (6 + 7 მოხსნა)
მ: რენდოლფი (18), ჰარისონი (13), უილიამსი (13), გრინი (2 + 8 მოხსნა), მარტინი (8 + 10 მოხსნა)
ატლანტა-ორლანდო 120:131
34:35, 28:37, 34:27, 24:32
ა: ჰოვარდი (20 + 16 მოხსნა), შრიოდერი (19 + 13 პასი), სეფოლოშა (17), მილსეპი (17 + 9 მოხსნა), ჰარდუეი (12), კორვერი (12)
ო: იბაკა (29), ფურნიე (23 + 6 პასი), ბიომბო (7 + 9 მოხსნა), პეიტონი (26 + 14 პასი), მიკსი (20), გრინი (16)
ჩიკაგო-მინესოტა 94:99
38:22, 18:30, 19:26, 19:21
ჩ: ბატლერი (27 + 9 მოხსნა + 6 პასი), ლოპესი (14 + 4 დაფარება), უეიდი (12 + 8 პასი), გიბსონი (10)
მ: ლავინი (24 + 6 პასი), უიგინსი (23 + 9 მოხსნა), ჯენგი (16 + 7 მოხსნა), ტაუნსი (16 + 12 მოხსნა), რუბიო (11 + 10 პასი)
ნიუ ორლეანი-გოლდენ სტეიტი 109:113
35:29, 30:29, 29:37, 15:18
ნ: დევისი (28 + 8 მოხსნა + 5 დაფარება), ჰილი (12), ჰოლიდეი (10 + 8 მოხსნა + 6 პასი), ჰელოუეი (20), ფრეიზერი (13 + 8 პასი), ჯონსი (8 + 10 მოხსნა)
გ: კარი (30 + 7 პასი), დურანტი (27), ტომპსონი (17), გრინი (12 + 12 მოხსნა + 10 პასი), მაკგი (9), იგუოდალა (6 + 9 მოხსნა)
ფინიქსი-ნიუ იორკი 113:111 ო.ტ.
31:25, 23:21, 31:27, 16:28, 12:10
ფ: ბლედსო (31 + 8 მოხსნა + 8 პასი), კრისი (14 + 12 მოხსნა), თაკერი (13 + 7 მოხსნა), ჩენდლერი (13 + 22 მოხსნა), ბუკერი (12), ნაითი (14)
ნ: პორზინგისი (34 + 8 მოხსნა + 4 დაფარება), ლი (14), ენტონი (13), ნოა (8 + 8 მოხსნა), ოქუინი (22 + 14 მოხსნა)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"