საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიური "იუგლა" დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე ევროპის ლიგის მესამე წრეში მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

პოლონური გუნდის 66:21 განადგურების შემდეგ, ალექსი ჯაფარიძისა და დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა ნაკრებმა მასპინძლებიც დაამარცხეს. ქართველების მეტოქე ლატვიური "იუგლა" გახლდათ, ტურნირზე 11-დან 8 მოგება ჰქონდა და ლიდერთა შორის გახლდათ. საქართველოს ნაკრებმა ლატვიური გუნდი 15 ქულის სხვაობით - 45:30 დაამარცხა.

პირველი ტაიმის შემდეგ ქართველები მხოლოდ 3 ქულას იგებდნენ. ჯაფარიძის გუნდმა მეტოქე ბოლო პერიოდში გატეხა, რომელიც მასპინძლებს 14:3 მოუგო და მესამე წრის ფარგლებში 2-დან 2 გამარჯვება მოაგროვა. საერთო ჩათვლაში
კი ჩვენს ნაკრებს 7 მოგება და 5 მარცხი აქვს და ოთხთა ფინალში გასასვლელად დარჩენილ მატჩებში მაქსიმალურად ბევრი ქულის მოპოვება მართებს.

დილანდელი მატჩის მსგავსად, საქართველოს ნაკრებში 10 ქულით ბომბარდირი გუჯა ხვედელიძე გახდა. 9 ქულა მოაგროვა ლუკა ხუციშვილმა, ხოლო გიორგი მოსიაშვილის ანგარიშზე 8 ქულა დაგროვდა. ჩვენს ნაკრებს დიდი მხარდაჭერა ჰქონდა დარბაზში მყოფი გულშემატკივრებისგან. ქართველების მატჩებს ესწრებიან და ქომაგობას არ აკლებენ ლატვიაში საქართველოს საელჩოს წარმოადგენლები და პირადად ელჩი თიმურაზ ჯანჯალია.

საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 17 მარტს ჩაატარებს. ქართველების მეტოქე იქნება კვლავ ლატვიური გუნდი - რიგის "კრაულა/ვეფ". შეხვედრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული