U18. საქართველოს ნაკრები ევროპირველობას სლოვაკეთთან მატჩით იწყებს

AutoSharing Option
დღეს დაიწყო ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონის თამაშები. ტურნირს რუმინეთის ქალაქი ორადეა მასპინძლობს და მასში 24 ქვეყნის გუნდი ასპარეზობს. მონაწილეები 4 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ირლანდიასთან, დანიასთან, უკრაინასთან, სლოვაკეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად მოხვდა.

გათამაშების ფორმატის თანახმად, თითოეული ჯგუფიდან 2 საუკეთესო გავა და სამეულში მოსახვედრად ბრძოლას გუნდები მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ. ისევე, როგორც ყველა ასაკობრივი ევროჩემპიონატის B დივიზიონში, 18-წლამდელებშიც 3 საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს ელიტარული, A დივიზიონის საგზურს.

საქართველოს ნაკრების კალენდარი თბილისური დროებით:

Sportall.GeSportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული