საქართველოს 15 და 16 წლამდელთა ნაკრებები ევროპის ლიგის მე-2 წრეში ასპარეზობენ

AutoSharing Option
ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში მეორე წრის თამაშების დრო დადგა და საქართელოს კალათურთის ფედერაციის მიერ სპეციალური პროგრამით დაფინანსებული გუნდებიც საზღვარგარეთ გაემგზავრნენ. ამჯერად ისე დაემთხვა, რომ ორ გუნდს ერთდროულად უწევს ტურნირში ასპარეზობა. ლაპარაკია მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი 2004 წელს დაბადებულთა (U16) ნაკრებზე და 2005-წლიანებზე, რომელსაც ირაკლი ტომარაძე წვრთნის.

ტომარაძის გუნდი ევროპის ლიგის 5 მატჩის გასამართად რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში იმყოფება, ხოლო მილოშ გლიგორიევიჩის გუნდი ლატვიის დედაქალაქ რიგაშია. ორივე გუნდმა 17 იანვარს 2-2 მატჩი გამართა და მთლიანობაში მხოლოდ 1 გამარჯვება მოვიპოვეთ.

რიგაში მყოფმა 16-წლამდელთა ნაკრებმა პირველი
მატჩი კაუნასის "ჟალგირისთან" 43:55 დათმო. მეორე შეხვედრაში ტურაშვილის გუნდი რიგის "სპორტა ბოდეს" დაუპირისპირდა და 50:60 წააგო. მეორე წრეში დარჩენილ მატჩებში ტურაშვილის გუნდი ლატვიურ "კრაუკლას", ლიტვურ "ალიტუსს" და ჩეხურ "ბრნოს" შეხვდება.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა პირველ წრეში 5-დან 3 მატჩი მოიგო.

რაც შეეხებათ მოსკოვში მოასპარეზე ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილ 15-წლამდელებს, რომლებიც ევროპის ლიგაზე "საქართველო 2005"-ის სახელით გამოდიან, პირველი მატჩი რუსულ კლუბ "ტრინტასთან" 46:73 წააგეს. მეორე მატჩში ტომარაძის გუნდმა ესტონური "კეილა" 83:65 დაამარცხა. საქართველო 2005-ის დარჩენილი მატჩების კალენდარი ასე გამოიყურება:

ბირჟაი (ლიტვა) – საქართველო 2005 18 იანვარი 10:00
საქართველო 2005 – რუნა (რუსეთი) 18 იანვარი 16:30
ვალმეირა (ლატვია) – საქართველო 2005 19 იანვარი 11:40

შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში საქართველო 2005-მა 5-დან 4 მატჩი მოიგო და 16-გუნდიან ლიგაში რუსული "ტრინტას" შემდეგ მე-2 ადგილზე იყო. ახალი სატურნირო მდგომარეობა მეორე წრის დასრულების შემდეგ შედგება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული