საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ბრძოლას 17-22 ადგილებისთვის აგრძელებს

AutoSharing Option
პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დაასრულა. ირაკლი ძიძიგურის, ნიკა მეტრეველისა და ანდრო ანთელიძის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა მე-5 ადგილი დაიკავა და ბრძოლას ტურნირზე 17-22 ადგილების დასაკავებლად გააგრძელებს.

ჯგუფური ეტაპის ბოლო, მე-5 მატჩი საქართველომ ბოსნიასთან გამართა და მეოთხე მარცხი განიცადა. ირაკლი ძიძიგურის გუნდმა შეხვედრა 19 ქულით დათმო – 74:93. ბოსნიელებმა პირველი ტაიმი 8 ქულით მოიგეს, ხოლო ბოლო მეოთხედის წინ კი 6 ქულას იგებდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში საქართველოზე 13 ქულით მეტი ჩააგდეს.

ალექსანდრე
დაუშვილის ანგარიშზე 15 ქულა და 9 მოხსნაა, ნიკოლოზ აბულაძემ 13 ქულა, 4 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. ანრი ბელთაძეს კი ორმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა – 11 ქულა, 8 მოხსნა.

საქართველომ 1 მოგებითა და 4 მარცხით ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავა. 17-22 ადგილებისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ნორვეგია იქნება, რომელსაც ჩვენი გუნდი 29 ივლისს დაუპირისპირდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 8 /
ყოჩაღ სანიკიძე!!! მაგრად მუშაობ როგორც ფედერაციაში ისე პარლამენტში!!!!!!
1
არა , ამას მიღწევა უნდა აშკარად . ნაკრები , რომელიც შეტევით ფაზაში 6 ადგილზეა , დაცვაში ბოლო ადგილზეა ალბათ . ანუ ყველასათვის კარგად ცნობილი ის ფაქტი , რომ დაცვაში თამაში არც ვიცით და არც გვინდა , კიდევ ერთხელა დადასტურდა . და ვისი პასუხისმგებლობაა რომ გუნდმა დაცვა ითამაშოს ?
ATP 16
22:31 27-07-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული