საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეული - ვის აირჩევს ილიას ზუროსი?

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 24 ნოემბერს გერმანიას დაუპირისპირდება, 27 ნოემბერს კი სერბეთთან გამოცდის თავის შესაძლებლობებს.

უკვე ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრებს თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი ვერ დაეხმარებოდნენ. ამ ამბავს დაემატა ისიც, რომ ნაკრების ღირსებას ტრავმების გამო ვერ დაიცავენ: დუდა სანაძე, გიორგი ცინცაძე და ბექა ბურჯანაძე.

რეალურად ძალიან დიდი პრობლემის წინაშეა საქართველოს ნაკრები და ადრე თუ მოკლე სკამზე ვნერვიულობდით, ახლა სასტარტო შემადგენლობაზე გვაქვს საფიქრალი, თანაც, ისეთ სასტარტოზე, რომ მინიმუმ 30 წუთი დაჰყონ პარკეტზე.

რა ვარიანტი შეიძლება გვქონდეს და ვის
იმედად უნდა ვიყოთ? გამოძახებულთა შორის არის 4 კალათბურთელი, რომლებსაც, დიდი ალბათობით, ზუროსი პირველივე წუთებიდან ჩართავს მატჩში; აი, მეხუთეზე კი უნდა ვიმარჩიელოთ.

  • მანუჩარ მარკოიშვილი
დიდი ალბათობით, მანუჩარი ჩაიბარებს კაპიტნის სამკლავურს და 30 წლის კალათბურთელი მთავარი დასაყრდენი იქნება ჩვენს დაცვაში.

მანუჩარმა "რეჯიო ემილიაში" სეზონი არასტაბილურად დაიწყო, თუმცა ბოლო პერიოდში შევიდა ფორმაში და ქართველი ლეგიონერისგან 17-ქულიანი შესანიშნავი შეხვედრა ვიხილეთ.

- მანუჩარ მარკოიშვილის 17 ქულა და "რეჯიო ემილიას" გამარჯვება "ბუდუჩნოსტთან" [VIDEO]

მარკოიშვილი ამ სეზონში საშუალოდ 27.8 წუთს თამაშობს, 8.2 ქულას აგროვებს, 2.5 პასს აკეთებს და 2.8 მოხსნა აქვს.

  • მაიკლ დიქსონი
მაიკლ დიქსონი უკვე დიდი ხანია გაქართველდა და ნაკრებში თამაშის სურვილს მუდმივად გამოხატავს. ფაქტია, რომ ნატურალიზებული კალათბურთელი ნაკრების ლიდერად უნდა იქცეს. 26 წლის კალათბურთელი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი იმედია და მოედანზე მისგან ბოლომდე დახარჯვას უნდა ველოდოთ.  მაიკლს ბოლომდე ბრძოლა არ ეშლება და თუ წაუვიდა, სამქულიანების სროლაც შეუძლია. დიქსონი "სტრასბურგში" საშუალოდ 25.5 წუთს თამაშობს, 14.1 ქულას აგროვებს, 4 პასს აკეთებს და 2.3 მოხსნა აქვს.

  • გოგა ბითაძე
18 წლის კალათბურთელის თამაში ევრობასკეტზე ვერ ვნახეთ, მაგრამ მასზე ძალიან დიდი დატვირთვა იქნება.

ვიმედოვნებთ, რომ ის შეძლებს ერთგვარ "აფეთქებას" და თავისი ტალანტის საუკეთესო მხარეებს გამოაჩენს.

გოგა სერბეთში "მეგა ბიმაქსში" ასპარეზობს. სერბეთი ნამდვილად კარგი ადგილია კალათბურთელის აღსაზრდელად.

რამდენად გაუძლებს გოგა ფიზიკურად დიდ დატვირთვას, ეს მწვრთნელებმა უკეთესად იციან, მაგრამ საქართველოს ნაკრებს სხვა გამოსავალიც არ აქვს, თუ რა თქმა უნდა, გამარჯვებისთვის ვაპირებთ ბრძოლას.

ბითაძე ამ სეზონში საშუალოდ 25.4 წუთს თამაშობს, 13.3 ქულას აგროვებს, 1 პასს აკეთებს და 8.7 მოხსნა აქვს.

  • ნიკოლოზ ცქიტიშვილი
კარგი ამბავია, რომ ნიკა ნაკრებში დაბრუნდა. ნიკა დროებით უგუნდოდაა და უცნობია, თუ როგორ ფორმაში იქნება, მაგრამ მისი გამოცდილება გვაძლევს იმედს, რომ ის შეძლებს ნაკრებს სრულფასოვნად დაეხმაროს. იმ ფონზე, როცა გერმანიას ევროლიგის 5 კალათბურთელი არ ეყოლება და საშუალო დონის მოთამაშეებით იქნება დაკომპლექტებული, ნიკას შანსი აქვს, თავი გამოიჩინოს და ბევრი ჩაყრილი ქულით დაგვამახსოვროს თავი.

ვნახოთ, რას იზამს 34 წლის ქართველი ვეტერანი.

  • ვინ იქნება მე-5?
საქართველოს სუპერლიგის დონეზე თბილისის "დინამოს" ევროპის თასზე გამოსვლაც მეტყველებს, მაგრამ სხვა გზა როცა არ არის, საუკეთესო უნდა ვეძებოთ.

თუ თბილისელთა სტატისტიკას გადავხედავთ, საუკეთესო ლევან ფაცაცია იყო, რომელიც საშუალოდ 29.3 წუთში 10 ქულას, 3.6 მოხსნას და 3.6 პასს აგროვებდა.

თუ სუპერლიგის სტატისტიკას გადავხედავთ, "ქუთაისის" 26 წლის ფორვარდი ბექა ბექაურია გამოსარჩევი. ამ სეზონში საშუალოდ 24.5 წუთს თამაშობს, 15.17 ქულას აგდებს, 6 მოხსნა აქვს და 1.83 პასი.

ხოლო, თუ სუპერლიგის ბოლო ორი სეზონის სტატისტიკას ვნახავთ, გამორჩეული "ოლიმპის" უკანახაზელი, 24 წლის რევაზ როგავაა: საშუალოდ 32 წუთი, 14.25 ქულა, 4.40 პასი და 5 მოხსნა.

- ვინ ვერ დაეხმარება საქართველოს ნაკრებს ნოემბრის მატჩებში
მკითხველის კომენტარები / 19 /
მე-5-ე ბოისა იქნება
nnn
18 ნოემბერი 2017 11:49
0
შემთხვევით დემარშს ხომ არ აქვს ადგილი მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ? ძალიან საეჭვოა "ჩემმა მზემ".
haha
17 ნოემბერი 2017 20:51
1
თორნიკე შენგელია მაგარ ფორმაშია, კარგი იქნებოდა, რომ დახმარებოდა გუნდს.
ჩამოდი თოკო ... გთხოვ!
17 ნოემბერი 2017 20:13
0
ილიას ზუროსმა საქართველოს შემადგენლობა უკვე გამოაცხადა. სია ასე გამოიყურება:

მოთამაშე პოზიცია სმ გუნდი
თორნიკე შენგელია ფორვარდი 206 ბასკონია (ესპანეთი)
გიორგი შერმადინი ცენტრი 216 უნიკახა (ესპანეთი)
მანუჩარ მარკოიშვილი უკანახაზელი 197 რეჯო ემილია (იტალია)
გიორგი ცინცაძე უკანახაზელი 192 პოლიტექნიკა (რუმინეთი)
მაიკლ დიქსონი უკანახაზელი 186 სტრასბური (საფრანგეთი)
დუდა სანაძე უკანახაზელი 196 პისტოია (იტალია)
მიხეილ ბერიშვილი ფორვარდი 203 დინამო
გოგა ბითაძე ცენტრი 211 მეგა ბიმაქსი (სერბეთი)
ილია ლონდარიძე ცენტრი 206 დინამო
ანატოლი ბოისა უკანახაზელი 194 კაკტუსი
ბექა ბექაური ფორვარდი 207 ქუთაისი
ნოდარ გოგოძე უკანახაზელი 192 დინამო
ნიკა ცქიტიშვილი ფორვარდი 213 უკლუბოდ
ლევან ფაცაცია უკანახაზელი 198 დინამო
აკაკი დვალიშვილი ცენტრი 207 ქუთაისი
ბექა წივწივაძე უკანახაზელი 188 ქუთაისი
რევაზ როგავა უკანახაზელი 193 ოლიმპი
ნიკა დარბაიძე ფორვარდი 203 ოლიმპი
გეგი ბაქრაძე ფორვარდი 203 ოლიმპი
გიგი გოგობერიშვილი უკანახაზელი 195 რუსთავი
ოთარ პერტაია უკანახაზელი 180 ბრემერჰავენი (გერმანია)
ნიკა მეცხვარიშვილი ფორვარდი 200 ზაზა
რატი ანდრონიკაშვილი უკანახაზელი 190 ბასკონია
მერაბ ბოქოლიშვილი უკანახაზელი 194 ოლიმპი
ნაკრები
17 ნოემბერი 2017 14:41
0
დიქსონი უკვე ჩამოვიდა და ვარჯიშობს ნაკრებთან ერთად?
საღოლ მაგას და მაგის გვერდში დგომას!!!
კაპიტნობის ყველაზე კარგი ვარიანტი მანუჩარია(გამოცდილებით, გაწონასწორებულობით, ინტელექტით, ვიცე კაპიტნებად კი შენგელია და შერმადინი შეიძლება.
ასევე აკაკი დვალიშვილიც უნდა გამოიცადოს ახლა ისე გვჭირს ყველას ვისაც რა შეუძლია მაქსიმუმი უნდა გამოწუროს საკუთარ თავს როიმ იქნებ გერმანიიდან მაინც წამოვიღოთ გამარჯვება (მაგარი შედეგი იქნება!).
ქომაგი
17 ნოემბერი 2017 14:27
0
აკაკი დვალიშვილს უნდა მიეცეს სათამაშო დრო !
უცნობი
17 ნოემბერი 2017 13:33
0
არვიცი ბექა ბექაური კარგია, მაგრამ მგონია რომ როგავა ყველას ჯობია სათადარიგოებიდან .
giorgii
17 ნოემბერი 2017 13:33
0
აქ ვუღაც გამყრელიძეს კითხულობდა სად არისო ჩემო ძმაო რომელი თამაში გახსოვს ნორმალურად ეთამაშოს ნაკრებში მაგ ბიჭს კარგი რა
ზიზუ
17 ნოემბერი 2017 12:55
0
მაგას ბიძა ყავს თანამდებობის პირი და იმის ბრძAნებით ათამაშებდნენ მააშშშ
alex
18 ნოემბერი 2017 15:13
0
თუ გამყრელიძე არ ვარგოდა რაღას ყავდა ზუროს ევრობასკეტზე მაშინ და კიდევ ათამაშა ამხანაგურში იტალიასთან ევრობასკეტის წინ. სერბეთთან კი შეცვლაზე შემოყავდა!!??
ზიზუს
17 ნოემბერი 2017 14:11
1
ბიტაზე ადრეა დვალიშვილი ზირიტადში
შოთა გუგეშაშვილი
17 ნოემბერი 2017 12:42
2
გამყრელიძე რატო არ აიყვანეს? რა მოუვიდა? კარგად გამოიყურებოდა ევრობასკეტის წინა ამხანაგურებში და დიკსონს მიეხმარებოდა!! ლონდარიძე კიდევ ბითაძეს მიეხმარება და ასე გამოვა რაღაცა!!
მორგანი
17 ნოემბერი 2017 12:31
1
გამყრელიძე ხაბარდააა....... გაუშვეს გამყრელიძე ნაკრებიდან
ვასილიჩი
17 ნოემბერი 2017 12:58
3

სიახლეები პოპულარული