სერბეთი თბილისში NBA-ს კალათბურთელებით მოდის

AutoSharing Option
სერბეთის კალათბურთის ფედერაციამ თავისი ეროვნული გუნდის თბილისში, საქართველოს ნაკრებთან გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა გამოაცხადა.

მილოშ ტეოდოშიჩი (კლიპერსი, NBA)
ნემანია ბიელიცა (მინესოტა, NBA)
ბობან მარიანოვიჩი (კლიპერსი, NBA)
ნემანია ნედოვიჩი (უნიკახა, ესპანეთი)
ალეკსა ავრამოვიჩი (ვარეზე, იტალია)
დეიან დავიდოვაცი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი)
ილია ჯოკოვიჩი (ბორაცი, სერბეთი)
ოგნიენ დობრიჩი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი)
ჯორჯე გაგიჩი (პარტიზანი, სერბეთი)
მარკო გუდურიჩი (ფენერბახჩე, თურქეთი)
სტევან იელოვაცი (ნიჟნი ნოვგოროდი, რუსეთი)
სტეფან იოვიჩი (ბაიერნი, გერმანია)
ნიკოლა კალინიჩი (ფენერბახჩე, თურქეთი)
ვლადიმირ ლუჩიჩი (ბაიერნი, გერმანია)
ვასილიე მიჩიჩი (ჟალგირისი,
ლიეტუვა)
ნიკოლა მილუტინოვი (ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი)
ნიკოლა მისკოვიჩი (მეგა ბიმაქსი, სერბეთი)
ლუკა მიტროვიჩი (ბამბერგი, გერმანია)
დრაგან მიროსავლიევიჩი (უნიკახა, ესპანეთი)
დეიან მუსლი (ბამბერგი, გერმანია)
სტეფან პენო (ალბა, გერმანია)
ალეკსა რადანოვი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი)
მიროსლავ რადულიცა (დრაგონსი, ჩინეთი)
მარკო სიმონოვიჩი (ზენიტი, რუსეთი)
დეიან ტოდოროვიჩი (ბილბაო, ესპანეთი)

სებეთის კალათბურთის ფედერაციის საიტი იუწყება, რომ ეროვნული გუნდი 15 ივნისს ბელგრადში შეიკრიბება, 5 დღე იქვე ივარჯიშებს, შემდეგ ნოვი სადში გაივლის შეკრებას და იქიდან გამოემგზავრება თბილისში. ნაკრებს ტრავმების გამო ნიკოლა იოკიჩი (დენვერი, NBA) და ბოგდან ბოგდანოვიჩი (საკრამენტო, NBA) ვერ დაეხმარებიან. თუმცა, შემადგენლობა ისედაც ძლიერი ჰყავთ. ისე, ამათგან ზოგიერთმა შეიძლება რაიმე მოიმიზეზოს და თამაშს თავი აარიდოს. ვნახოთ.

შეგახსენებთ, მატჩი 29 ივნისს თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მთელი 20 წელი ლამის დიდ კაპიტანს ეძახდით და ახლა უმალ მოღალატე გახდა? ასეთი დაუნახაობა არ შეიძლება. მეც მომხრე ვარ ითამაშოს, მაგრამ ალბათ მასაც სჭირდება დასვენება. ჩვენ ხომ არ ვიცით მისი ფიზიკური თუ გონებრივი მდგომარეობა. გადაიღალა ალბათ კაცი. მადლობა გადაუხადეთ და შეეშვით.
odala
29 მაისი 2018 21:45
0
ვეთანხმები დავითს. არის შანსი მსოფლიოზე გასვლის. ამიტომ ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. და ფაჩულიაც უნდა ჩამოვიდეს. ვინ არ დაბრუნებულა. ისიც ჩამოვიდეს! ერის და საქართველოს სიყვარულით!
alexandre
29 მაისი 2018 12:38
1
წინააღმდეგობის გასაწევად საჭიროა ნაკრების ყველა კალათბურთელი ფორმაში იყოს, ისე ჯერჯერობით ბითაძეც და შერმანდინსაც ფაჩულიას შეცვლა არ შეუძლიათ, იმედია შეძლებენ. ბითაძე სწრაფად პროგრესირებს. ფაჩულია თუ არ დაბრუნდა, ცენტრი წაგებულია და სავარაუდოდ თამაშიც. თუ დაუძახეს ფაჩულიამ უნდა გადაწყვიტოს, სიტყვა უფრო მაღლა დგას თუ მოსახლეობის ინტერესები. და თან გაითვალისწინოს, რომ მოსახლეობის მხარდაჭერა მას ოდესღაც დაჭირდება.
akaki
29 მაისი 2018 12:03
0
ჩვენ აუცილებლად ანატოლი ბოისა უნდა დავახვედროთ , მაგის გარეშე ნაკრები წამოუდგენელია, და თუ საერთოდ კაპიტნადაც ავირჩევთ მაშინ მოგებული გვექნება თამაში. ძალიან გამოცდლილია ტოლიკა. წლოვანება არაფერს უშვება და არც ტრამვებს იღებს რომ თამაშები გამოტოვოს. არ დაგავიწყდეთ ანატოლიი !!!
გივიკო
29 მაისი 2018 11:00
2
ფაჩულია ვალდებულია ნაკრებს დაუბრუნდეს, მან უარი თქვა იმ მოტივით რომ ნბა არ გამოუშვებდა. 29 ივნისს ნბა დამრთავრებული იქნება და ვალდებულია გუნდში იყოს. 29.06.2018 საქართველო VS სერბეთი; ეს არის დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში ყველა დროის ყველაზე მაგარი ჯახი. (მართალია სხვა სპორტის სახეობებსიც გვქონია პატივი გვემასპინძლა ტოპ გუნდებისთვის და ნაკრებებისთვის მაგრამ, ჩვენც ძლიერი და მეტოქეც ძლიერი, ასეთი ჯახი არასდრიოს ყოფიალა). ასეთ თამაშზე ბილეთები წესით ინტერნეტში 1 დღეში გაიყიდება.
დათო
29 მაისი 2018 09:15
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული