საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა, ტადუს მაკფადენმა 18 ქულა ჩააგდო

AutoSharing Option
პრაღაში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან 57:71 დამარცხდა.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას, პირველი მეოთხედი 7 ქულით მოიგეს, ტაიმი კი 15 ქულით (!). მესამე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა ანგარიშში სხვაობა 3 ქულით შეამცირა, საბოლოოდ კი 14 ქულით დამარცხდა.

წაგება რა თქმა უნდა სამწუხაროა, მითუმეტეს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კარსმომდგარი მატჩების წინ, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს სპარინგი იყო, მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ახალი კალათბურთელები გამოსცადა და ჩვენს გუნდს წამყვანი მოთამაშეები აკლდა.

ეს და ჩეხეთთან გასამართი კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა ზუროსს დაანახებს, ვის
შეუძლია დაეყრდნოს სერბეთთან და ავსტრიასთან მატჩებში.

მაგალითად, შესანიშნავად წარმოაჩინა თავი ახალმა ლეგიონერმა ტადუს მაკფადენმა, რომელმაც 36:29 წუთში 18 ქულა ჩააგდო, 4-ჯერ მოხსნა, 3-ჯერ ჩაჭრა ბურთი, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 19 იყო და მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე და MVP გახდა.

კიდევ სასიხარულოა დუდა სანაძის დაბრუნება.

რაც შეეხება ჩვენი გუნდის სხვა წევრებს - ბითაძემ 14 ქულა ჩააგდო, შერმადინმა 12, სანაძემ 8, ჭოჭუამ 2, ბოქოლიშვილმა 2, მამუკელაშვილმა -1.

მოკლედ, საქმე სანერვიულოდ არაა, საქართველოს ნაკრებს შესათამაშებლად დრო კიდევ აქვს და თბილისში სულ სხვანაირ გუნდს ვიხილავთ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
უბრალოდ კატასტროფაა.
ბულაშვილის, ანდრონიკაშვილის და დარბაიძის ნაკრები არა ის - მოტივაციის პონტით შეიძლება დაიბარო 1 გაფართოებულში. ისინი რომ დაიწყებენ თამაშს ევროპულ მაღალ დონის 1-2 დიციზიის გუნდებში სადაც ლიდერები იქნებიან,მერე შეიძლება ნაკრებზე ლაპარაკი.
როდის მივხვდებით რომ ასაკობრივსა და პროფესიონალურ კალათბურთში დიდი განსხვავება??? როგორც ფიზიკური ისე ტაქტიკური აშ.
მამუკელაშვილი -ის რომ სეატონ ჰოლში მოხვდა მერე რა, ათასობით მოთამაშეს იმუშავებენ ამერიკული უნივერსიტეტების ყოველ წელს, მამუკელაშვილი ან იქნება მოთამაშე ან არა, ბევრი აქვს დასამტკიცებელი. ჯერ კერობით 2 წუთით კმაყოფილდება. ესეთ 10000 მოთამაშეს ვიპოვით.

ჭოჭუა,ბოისა -გვჭირდება ვეტერანი კალათბურთელები ნაკრებში? ვეტერანები რომლებიც არ არიან ევროპულ დონეზე და მოედანზე ვერაფერს ვერ აკეთებენ. ბოისა კატასტროფაა. რას აკეთებს ნაკრებში გარტყმაში არ ვარ

დვალიშვილი, ბოქოლიშვილი, ბერიშვილი - საქართველოში კარგად თამაშობენ მაგრამ სადაა დონე ქართული ლიგის... რატომ არ უნდათ ეს მოთამაშეები ევროპის გუნდებს? პასუხი ალბათ ყველამ ვიცით და ნუ ვიტყუებთ თავს.

ცინცაძე ზარმაცია და ტრავმები აწუხებს და მისი კარიერა ნელ ნელა მთავრდება


ესეიგი გვყავს გუნდში 5 მოთამაშე : თოკო, შერმადინი, ნატურალიზებული ამერიკელი, სანაძე, ბითაძე და მარკოიშვილი რომელიც ასევე კარიერას ასრულებს...

ძალიან მაინტერესებს ვინ ეხმარება ზუროსს შემადგენლობის შედგენაში, ვინ აძლევს მას ინფორმაციას ყველა ქართველ მოთამაშეზე? თუ აქაც ძველი ქართული მამობის კი პონტია ჩართული??? ნუთუ უკეთესი მოთამაშეები არ გვყავს?

თუ სადაა პრობლემა? ალბათ მთელ ფედერაციაში? ალბათ 16,18,20 წლამდელების ნაკრების ტრენერები არ გვივარგა ?ალბათ

რატომ თითქმის არცერთი ქართველი მოთამაშე ფიზიკურად(სისწრაფეში) ბადალს ვერ უწევს ევროპელ მოთამაშეებს? სადაა პრობლემა?
მგონი ისევ მამა მამობაშია .

სამწუხაროა როცა ჩეხეთი 3 საუკეთესო მოთამაშის გარეშე გვეთამაშება (+ შილბსაც თითქმის არ უთამაშია) და მთელი თამაში 15-20 ქულას ვაგებთ.

რას დავაბრალოთ? წინა ფედერაციის პრეზიდენტს? ახალი ვითომ რამეს შეცვლის? ვნახოთ და ვილოცოთ.
მერაბი
16:03 23-06-2018
3
სამაგიეროტ ბოისამ არ გააცაცანა ფაექვეს კაციშვილი
შოთა გუგეშაშვილი
13:24 23-06-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული