საქართველოს ნაკრებმა თელ-ავივში ვარჯიში გამართა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 სექტემბერს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა "მენორა მივტახიმზე" საღამოს ვარჯიში ჩაატარა.

ბერძენმა სპეციალისტმა აქცენტები, ძირითადად, სათამაშო კომპონენტებზე გააკეთა და ბიჭები ორმხრივად ათამაშა. ამასთან ერთად, ზუროსმა დამცველების გარეშე, ძირითადად, ბლოკების დასახვეწად საჭირო ვარჯიშები ჩაუტარა და ბოლოს, განწყობილების ასამაღლებლად, ორად გაყოფილი მოთამაშეები ცენტრიდან სროლებში შეაჯიბრა.

ტრავმა არავის აწუხებს, განწყობა კი საბრძოლოა. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მის ტრანსლაციას საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" განახორციელებს.

altისრაელი VS საქართველო - როცა კალათბურთელებმა საკუთარ თავს უნდა აჯობონ!

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული