ბერძენმა სპეციალისტმა აქცენტები, ძირითადად, სათამაშო კომპონენტებზე გააკეთა და ბიჭები ორმხრივად ათამაშა. ამასთან ერთად, ზუროსმა დამცველების გარეშე, ძირითადად, ბლოკების დასახვეწად საჭირო ვარჯიშები ჩაუტარა და ბოლოს, განწყობილების ასამაღლებლად, ორად გაყოფილი მოთამაშეები ცენტრიდან სროლებში შეაჯიბრა.
ტრავმა არავის აწუხებს, განწყობა კი საბრძოლოა. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მის ტრანსლაციას საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" განახორციელებს.
ისრაელი VS საქართველო - როცა კალათბურთელებმა საკუთარ თავს უნდა აჯობონ!
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით