საქართველოს ნაკრებმა ჩაგდებული მესამე მეოთხედის შემდეგ ისრაელი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ისრაელი 85:80 დაამარცხა.

გილოცავთ!

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა პარკეტზე: შენგელია, შერმადინი, ჯენინგი, ცინცაძე, სანაძე. პირველ მეოთხედში ორივე გუნდი შეტევაში უკეთ თამაშობდა, ვიდრე დაცვაში. ჩვენი გუნდი სამწამიანში ადვილად ატარებდა მეტოქეს და ზუროსმა სწრაფი კოენის გასანეიტრალებლად შერმადინის ნაცვლად ბითაძე შეუშვა შეცვლაზე.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაწინაურდა, მაგრამ მასპინძლები მე-8 წუთზე წინ გაიჭრნენ, თამაში ქულა ქულაში წავიდა და პირველი პერიოდი 26:23 მოვიგეთ. ამ 26 ქულიდან 13 შენგელიას
ანგარიშზე იყო, რომელსაც სამქულიანები წაუვიდა.

შუა მეორე მეოთხედში საქართველოს ნაკრები 9 ქულით დაწინაურდა, რაც უკვე კარგი ფორა გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ოთხიდან ოთხივე სამქულიანი ჩააგდო სანაძემ. თამაში წაუვიდა ჩვენი გუნდის ახალწვეულ ჯენინგსაც.

პირველი ტაიმი 37:49 დასრულდა.

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ თუ ადრე მოკლე სათადარიგოთა სკამის პრობლემა იყო, ამჯერად შეცვლაზე შესულებიც მშვენივრად ჩაერთვნენ თამაშში.

მეორე ტაიმში უპირატესობას მასპინძლები დეუფლნენ, 27-ე წუთზე წინ გაიჭრნენ და მეოთხედი 15 ქულით წავაგეთ - 68:65. აღსანიშნავია, რომ მათ მატჩის ამ მონაკვეთში შენგელიას შეჩერება მოახერხეს, რომელმაც მხოლოდ 2 ქულა შესძინა გუნდს.

მეოთხე პერიოდში ისრაელი 6 ქულით გაიჭრა წინ, თუმცა საქართველოს ნაკრებმა მატჩის დასრულებამდე 2:28 წუთით ადრე მოახერხა დაწინაურება. შესანიშნავად გაისარჯა ბითაძე. ბოლოს შენგელიამ კოენს შეტევაში მეხუთე პერსონალური მიაღებინა, ბითაძემ 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, მეტოქემ ორივე საჯარიმო გააცუდა, ცინცაძემ ბურთი ჩაჭრა, შენგელიამ ბურთი ჩააგდო და გავიმარჯვეთ.

შენგელიამ 22 ქულა ჩააგდო, სანაძემ 17, ჯენინგმა 15, ბითაძემ 13, შერმდინმა 9, ბერიშვილმა 6, ბოქოლიშვილმა კი - 3. შენგელიამ და ბითაძემ 9-9-ჯერ მოხსნეს ბურთი. 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა ცინცაძემ, 6 კი ფაცაციამ.

მასპინძელთა გუნდიდან 14-14 ქულა კოენის და ზოოსმანის ანგარიშზეა, 13 სეგევის, 12 ბლატის, 9 არიელის, 8 გინატის, 6 ჩუბრევიჩის, ხოლო 4 ტიმორის.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბითაძე გახდა, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი 21 იყო.

ჩვენი გუნდი 16 სექტემბერს ჯგუფის ფავორიტს საბერძნეთს უმასპინძლებს.

altსაქართველოს ერთადერთი რეალური ვარიანტი - როგორ მოვხვდეთ მსოფლიო ჩემპიონატზე?

altილიას ზუროსი: მაგარი თამაში მოვიგეთ და საბერძნეთთან კიდევ უფრო მაგარი თამაში იქნება

altისრაელის ნაკრების მწვრთნელი: საქართველოს ნაკრებმა შეტევაში 17-ჯერ მოხსნა ბურთი და ეს გადამწყვეტი გახლდათ

მკითხველის კომენტარები / 20 /
საქართველოს ნაკრებმა დღეს, ჩვენდა სასიხარულოდ, კალათბურთის სტერეოტიპი დაამსხვრია (ვინც იგებს მესამე პერიოდს, ის იგებს თამაშს). მათ თითქმის შეუძლებელი შეძლეს და ბრწყინვალე გამარჯვებით გაგვახარეს. მე ამ გადაცემას ESPN-ზე ვუყურე, ლიტველ მეგობრეთან ერთად. მათ აღიარეს, რომ ქართველების პროგრესი სახეზეა (ყველა დამეთანხმებით, ლიტველ გულშემატკივარს ზედმიწევნით ესმის კალათბურთის ყველა ასპექტი). თქვენ თითქმის წაგებული თამაში ამოატრიალეთ, რაც დღევანდელ კალათბურთში ძალიან ძნელიაო. ვეთანმები! ESPN-ის წამყვანმა კომენტატორმა ჰო საერთოდ ხოტბა შეასხა ჩვენ ნაკრებს - "ქართველებს 8 მოთამაშე ყავთ ისეთი, რომლებისთვისაც 3 ქულიანის ჩაგდება, პერიმეტრის ნებისმიერი ადგილიდან,დაბრკოლებას არ წარმოადგენს ( ამერიკელებს, რომ ესმით კალათბურთი აბა ისე უნდა), ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მთელი თამაშის განმავლობაში ახერხებენ ამას და ეს არ არის შემთხვევითობა, მათ სერბებს და გერმანელებს ამაზე მეტი 3 ქულიანი ჩაუგდეს. ზოგჯერ, ორ გუნდს არ ძალუძს ამის გაკეთება". კი, ბატონო ეგრეა. საქართველოს ნაკრების პროგრესიც სახეზეა და მათმა შრომამ, გემრიელი ნაყოფი გამოიღო. ჩვენი კალათბურთელები უფრო კარგ თამაშებს ჩაატარებენ შემდგომში და მე ამის უპირობოდ მწამს. ზუროსი, რომ დიდი მწვრთნელია ამას რად უნდა ლაპარაკი. ბიჭები, რომ თავს აკლავენ 1-ლი წუთიდან ბოლო წუთამდე, ესეც ჩანს შეუიარაღებელი თვალით. აბსოლუტურად სწორ გზაზე ვდგევართ და მე მჯერა, რომ ძალიან მალე, უახლოეს მომავალში საქართველოს ნაკრები, დიდებულ კალათბურთს ითამაშებს. უდიდესი მადლობა მწვრთელს, გმირ ბიჭებს და ჩვენ გულშემატკივრებს. მხოლოდ გვერდში თანადგომით, მხოლოდ ერთ მუშტად შეკრულ ქართველებს ვერავინ დაგვამარცხებს. დიდება ჩვენ ნაკრებს, დიდება ქართველებს.
TanoLife
01:42 14-09-2018
0
როგორც ყოველთვის მთელი სულით და გულით, ბოლომდე, გმადლობთ ბიჭებო! იმედია ეს უამრავი შეცდომა, დაკარგვა და სულელური ჯარიმები გამოსწორდება სწრაფად. მადლობა ზუროს და ბოლოს, ყოჩაღ ბავშვი, ყოჩაღ კი არა და ბრავო ბითაძე, ბრავო!
llcl
22:54 13-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული